ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი რეისებს ჩვეულ რეჟიმში იღებს! – ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით ოპერატიული მუშაობის შედეგად, შესაძლებელი გახდა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის უმოკლეს დროში მოგვარება.
“აეროპორტის შესაბამის სამსახურებს დილის 7 საათამდე მიეცათ დრო ჩაეტარებინა ყველა საჭირო ღონისძიება, იმისათვის, რომ ოპერირების გეგმიურ რეჟიმს დავბრუნებოდით. უმაღლესი პროფესიონალიმზი გამოიჩინეს ჩვენმა თანამშრომლებმა. რეისების გეგმიური მიღება დილის 4 საათიდან დაიწყო. თუმცა შექმნილი სიტუიციის გამომწვევი მიზეზები საჭიროებს დეტალურ გამოძიებას. ექსპერტები განაგრძობენ მუშაობას აეროპორტის ტერიტორიაზე უხვი ნალექის პროგნოზი მომდევნო დღეებშიც არის მოსალოდნელი. შესაბამისად ჩვენ მუშაობის საგანგებო რეჟიმში ვრჩებით.“ – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ.
აეროპორტის ოპერირების შეჩერება უხვმა ნალექმა და გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია. სტიქიის შედეგად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჭერის ნაწილი ჩამოიშალა, დაგეგმილი ფრენები კი თბილისში გადამისამართდა.










