“ასეთი სასწაული მართლა პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში და დრო მართლა დამჭირდა იმისთვის,რომ გამეაზრებინა
ევროპის ონკოლოგთა სკოლის ჟურნალი წერს ჩემს ბიოგრაფიას ბავშვობიდან დღემდე და თუ რამე გამიკეთებია მთელი 34 წლის განმავლობაში ამბობენ,რომ ძალიან საინტერესოა და ბეჭდავენ
მჯერა,რომ ღმერთს მართლა უყვარს ადამიანები,რომლებსაც უყვართ ადამიანები და იმისიც მჯერა,რომ შემდეგი სტატია ნამდვილად სენსაციური იქნება!
” -წერს ქართველი ექიმი მარიამ კუხალაშვილი .
მარიამ კუხალაშვილი კრისტინა კილის სახელობის ონკოლოგიის ცენტრის კლინიკური ონკოლოგი და ამბულატორიულ დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, კლინიკური ონკოლოგიის მიმართულებით, რეზიდენტურა სანქტ-პეტერბურგში გაიარა. 2014 წლიდან კი აქტიურ პროფესიულ საქმიანობას ეწევა.
მარიამ კუხალაშვილი ევროპის ონკოლოგთა ასოციაციის (ESMO) თავმდჯომარე; ევროპის ონკოლოგთა სკოლის (ESO) წევრი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული სპეციალისტია.











