დღეს ბენელუქსის ეკლესიის წარმომადგენლებს ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა და ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია თეოდორამ უმასპინძლეს.
წმ. ნინოს სახელობის ბოდბის დედათა მონასტერს ბელგიის მიტროპოლიტი ათენაგორა, აპოლონიის ეპისკოპოსი იოაკიმე, ნეამტის ეპისკოპოსი მარკოზი ეწვივნენ. სტუმრებს თან ახლდათ ბელგიაში ქართული ეკლესიის მღვდელმთავარი ეპისკოპოსი დოსითე სხვა სტუმრებთან ერთად.
ინფორმაციას ბოდბის წმ. ნინოს დედათა მონასტრის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.










