LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქრიზანთემები ცოცხების წინააღმდეგ – ქუთაისში აქციაზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა

დაპოსტა 2019/12/06-ში
A A
1.1k
ნახვა
გაზიარება

ქუთაისში, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია დასრულდა. აქციის მინაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ.

ქუთაისში, კიკვიძის სკვერში შეკრებილ ოპოზიციის ლიდერებსა და მათ მხარდამჭერებს, ახლომდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. აქციის მონაწილეებმა მოწინააღმდეგეებს ხუმრობით უპასუხეს. კერძოდ, ქუდები გაუწოდეს და მიმართეს, რომ „კვერცხები იქ ჩაეყარათ“.

აქვე ოპოზიციის მხარდამჭერსა და ერთ-ერთ მოქალაქეს შორის შელაპარაკება მოხდა. როგორც კიკვიძის პარკში შეკრებილი მოქალაქეები აცხადებდნენ, ეს ადამიანი ქუთაისის მცხოვრები არ არის და ის პარკში პროვოკაციის მოსაწყობად იყო მისული. ამასთან, დაპირისპირებისას აღნიშნულმა მოქალაქემ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევა სცადა.  მოქალაქე სამართალდამცველებმა ადგილიდან გაიყვანეს.

აქვე უცნობმა პირმა  „ახალი საქართველის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიმართულებით ბოთლი ისროლა.

„დღესაც, ხვალაც და ზეგაც იქნება პროვოკაციები, რადგან ამ ე.წ. ხელისუფლებას სხვა არაფერი შეუძლია: არც განვითარება, არც შენება, არც განათლება, არც ჯანდაცვა, არც ბიუჯეტი – არაფერი შეუძლიათ გარდა იმისა, რომ მუდმივად მოუწყონ საქართველოს მოქალაქეებს პროვოკაციები. თვითონ ეს ხელისუფლებაა 2012 წლიდან პროვოკაცია,“ – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

კიკვიძის პარკთან დაწყებული აქცია მსვლელობა რუსთაველის გამზირზე ქუთაისის მერიის მიმართულებით გაგრძელდა. აქციის მონაწილეებს დაკავებული ჰქონდათ გზის სავალი ნაწილი. გაერთიანებული ოპოზიციის მასშტაბურმა აქციამ რუსთაველის გამზირზე “ქართული ოცნების” ოფისთან ტაშით ჩაიარა. მმართველი გუნდის ოფისთან მობილიზებულები იყვნენ “ქართული ოცნების” აქტივისტები და მხარდამჭერები.

„როცა არ უნდა მოხვიდეთ, თითქმის სულ ოფისში ვართ. ყველანარად ვემიჯნებით ძალადობას. დღეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, უბრალოდ, გამოვედით, ვაკვირდებოდით რამდენი იქნებოდნენ, დაგვაინტერესა. აქ ქუთაისელი იქნებოდა ალბათ 20-30 ადამიანი, მეტი – არა. დანარჩენი ჰყავთ რეგიონებიდან ჩამოყვანილი. ბაბუაჩემის გასვენებაზე უფრო მეტი ადამიანი იყო შეკრებილი“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა.

აქციაზე, რომელმაც ქუთაისის მერიის წინ მშვიდობიანი მსვლელობით გადაინაცვლა, მოქალაქემ ქრიზანთემები მოიტანა და ცოცხებს ყვავილები დაუპირისპირება. მისივე თქმით ეს ყვავილები ქართველი ხალხის გამარჯვების გამოხატულებაა. მერიის წინ მიმდინარე აქციაზე ინციდენტიც მოხდა. უცნობმა პირმა მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა სიტუაციის განეიტრალება მოახერხეს და უცნობი პირი ტერიტორიას განარიდეს.

 

ქუთაისში, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია რამდენიმე საათის წინ დასრულდა. აქციის მინაწილეები პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ითხოვდნენ.

როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადეს, ამ მოთხოვნით აქცია მშვიდობიანი ფორმით ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქებშიც გაიმართება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

თეგები: აქციაბიძინა ივანიშვილიგაერთიანებული ოპოზიციაგიორგი ვაშაძეგოგი წულაიაგრიგოლ ვაშაძეკვერცხებინაციონალური მოძრაობა.პროპორციული არჩევნებიქუთაისიშალვა ნათელაშვილი
გაზიარება460

დაკავშირებული -პოსტები

საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გააცნო. „ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი...

დაწვრილებითDetails

რუსეთში აივინფექციამ იფეთქა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ღეროვანი უჯრედები შიდსის წინააღმდეგ-მეცნიერების ახალი მიგნება
მთავარი

რუსეთში აივინფექციის გავრცელებამ კლასიკური რისკ-ჯგუფების საზღვრები გაარღვია და ფართო მოსახლეობა მოიცვა. ეპიდემიოლოგების მონაცემებით, ქვეყნის 27 რეგიონში ვირუსი ორსული ქალების 1%-ზე მეტს უდასტურდება, რაც საერთაშორისო კლასიფიკაციით გენერალიზებული ეპიდემიის მაჩვენებელია. ოფიციალური მონაცემებით,...

დაწვრილებითDetails

” საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები ” – არჩილ გორდულაძე

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
არჩილ გორდულაძე დარჩო ხეჩუაშვილზე: ასეთი ადამიანი რომ ჩვენს ქვეყანაში კარგი საქმისთვის არ შემოვიდოდა, ეს ცალსახაა და საზოგადოებას ძალიან კარგად წარმოუდგენია, რა საქმისთვის შეიძლება იყოს მოსული
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. სასამართლომ უნდა იმოქმედოს ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო...

დაწვრილებითDetails

“სიმართლე ისაა, რომ ანტიევროპული გადაწყვეტილება მიღებული გაქვთ” – გიორგი შარაშიძე „ქართულ ოცნებას“

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე
მთავარი

„ოცნება“ პრინციპით „გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება“, ცდილობს პასუხისმგებლობას გაექცეს და ამომრჩეველი მოატყუოს, თითქოს საქართველოსთან ურთიერთობა თავად ევროკავშირს არ სურს - სიმართლე კი ისაა, რომ როგორც არ უნდა შეიცვალოს ბრიუსელის ბიუროკრატია,...

დაწვრილებითDetails

“ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ” – ირაკლი კირცხალია

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია
მთავარი

ჩვენი სურვილია ევროინტეგრაცია, მაგრამ არა სუვერენიტეტის სანაცვლოდ - ევროინტეგრაცია ჩვენი კონსტიტუციური არჩევანია, თუმცა ევროპული ინტეგრაციისკენ სწრაფვა არ აუქმებს საქართველოს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს უფლებამოსილებას, დაიცვას საკუთარი კონსტიტუციური წესრიგი, კულტურული თვითმყოფადობა და...

დაწვრილებითDetails

” ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ” – შალვა პაპუაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
პაპუაშვილი კეკელიძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს
მთავარი

მიუხედავად გეოგრაფიულ ზომაში, ეკონომიკურ ზომასა და პოლიტიკურ გავლენაში სხვაობებისა, ჩინეთის მხრიდან არასდროს ყოფილა ისეთი დამოკიდებულება, რასაც ჩვენ ბრიუსელიდან ვხედავთ - ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა სანიმუშოა, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევა – ტვ პირველი
მთავარი

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი შესაბამის საგამოძიებო უწყებებს მიმართავს, რათა განცხადებაში აღწერილი სავარაუდო ზეწოლის, შანტაჟისა და...

დაწვრილებითDetails

მასწავლებელს, რომელმაც არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი 8-9 წლის ასაკის მოსწავლესთან ბრალდება წარედგინა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, 2000-2001 წლებში, თბილისში მდებარე ერთ-ერთ სკოლაში, ბრალდებულმა, რომელიც იყო სპორტული წრის მასწავლებელი,...

დაწვრილებითDetails

ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა
მთავარი

დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი ერთ-ერთი პირი, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნემო ბურჭულაძე 80 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. ნემო ბურჭულაძე 1990-1991 წლებში...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვა განახლდა

by მეგა TV
ნოემბერი 10, 2026
0
„ძლიერი საქართველო-ლელო“ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიების აკრძალვის შესახებ მიღებული კანონის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვს
მთავარი

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში განახლდა. დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა, დღეიდან კი საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის. როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"