ჩვენ ძალიან საინტერესო დროს გვიწევს, სამწუხაროდ, ცხოვრება და მოღვაწეობა , მაგრამ არაფერია, ჯობია ჩვენზე გაიაროს ამ ყველაფერმა, ჩვენ გადავიტანოთ, ჩვენ შევებრძოლოთ ყველაფერს ყველა ერთად, აბსოლუტურად, ერთობა უნდა გვქონდეს და ერთსულოვნება, რომ მომავალ თაობას ჰქონდეს წესიერი ცხოვრება და ისეთი საქართველო დავუტოვოთ მომავალ თაობას, რომელზეც ჩვენი წინაპრები სულ ოცნებობდნენ და სულ ბრძოლაში იყვნენ.
ასეთია ქართველების ბედი, ასეთია ქრისტიანების და მართლმადიდებლების ბედი და მადლობა ღმერთს, ჩვენ მადლიერები ვართ ღმერთის, რომ საქართველოში დავიბადეთ, ქართველები ვართ და რაც მთავარია, მართლმადიდებლები, რომ ვართ.
ერთი რამეა, მართლმადიდებელი ყოველთვის შეუდრეკელია, ყოველთვის დიდი დარტყმის ქვეშ ვიყავით ხოლმე, ბოლო, მე-19 საუკუნის დასაწყისი იყო, მეოცე საუკუნის დასაწყისი იყო ხომ, საქართველო ყოველთვის დიდი განსაცდელის წინაშე დგებოდა და ძალიან უტევდნენ მართლმადიდებლობას. როგორც იცით მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში სამეფო გაგვიუქმეს, გაგვიუქმეს ასევე, ავტოკეფალია, მერე მეოცე საუკუნე იყო და კიდე ის ურჯულოება, ისევ მოედო ქვეყნიერებას, მსოფლიოს მეექვსედ ტერიტორიაზე, იყო, ასე ვთქვათ, ბოროტების იმპერია გადაჭიმული და რასაც მაშინ ქართულ ეკლესიას უკეთებდნენ ეს კარგად გვახსოვს.
დადგა ეს საუკუნე და სამწუხაროდ, ისევ იმ სიტუაციაში ვართ, ისევ შეტევაა, ტრადიციებზე, ისევ შეტევაა იმაზე, რამაც საქართველო შემოინახა. ერთი რამეა, მრავალი იმპერია იყო დედამიწაზე, თითქმის არ ყოფილა იმპერია სამიათას წლიანი ისტორიის მანძილზე, ყოფილიყოს და ჩვენთან არ შემოსულიყო, რომელიც იპყრობდა, შემოვიდა ყველა, მაგრამ ბევრი იმპერია საერთოდ გაქრა, ბევრი ერებიც გაქრნენ და ღმერთმა ჩვენი საქართველო შეინახა და კვლავაც შეინახავს.
ამაზე იმიტომ გელაპარაკებით, რომ საქართველოზე ვითომ ჩვენთან, თუ ჩვენი საზღვრების გარეთ ძალიან შესტკივათ ჩვენზე გული, როგორ შეიძლება ქართველზე ძალიან, ნამდვილ ქართველზე ძალიან, ჯიშიან და ჯილაგიან ქართველზე ძალიან ვიღაცას შეტკიოდეს გული, ვიღაცას ჩვენთვის უკეთესი უნდოდეს.
ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ღვთის ერი ვართ, რომ ჩვენ დედაღვთისმშობლის შვილები ვართ და განსაკუთრებულად მოგვეთხოვება ყველაფრის დაცვა. სამწუხაროდ, ჩემი თავიდან გამომდინარე, ბევრს ვცოდავთ ადამიანები, მაგრამ ჩვენ მაინც ვცდილობთ ხოლმე დავუბრუნდეთ უფლის წიაღს, ეხლაც ვიცით, რომ დიდი მარხვაა და ნახეთ, ეს მარხვა როგორ მიდის, ჩვენი დიდი მარხვა, ხომ, სულ გამოსვლები, გამოსვლები, გამოსვლები. მე მიზეზზე არ ვლაპარაკობ.
შეიძლება დიდ მარხვაში ასეთი კულტურის ერი, ასეთი ტრადიციების ერი, ასეთი ძლიერი ერი, სხვა ერებზე არაფრით ნაკლები, მე იმას არ ვამბობ, შორს ვარ იმისგან, რომ ვინმეზე, მეტად მივიჩნიოთ თავი, უფალი მაგას თვითონ გაარჩევს. ვინ რას აკეთებს ვინ არა, ჩვენ ხომ მისი ის ერი ვართ, ერთადერთი ერი, რომელმაც, ჩვენი ებრაელი ძმები ისე შევიფარეთ ერთი რამე არ მოგვსვლია. ამიტომ ყველამ გადახედოს საქართველოს ისტორიას , გადახედოს და რა ხდება საქართველოში ხოლმე.
ოღონდ რამე დაინახონ , ოღონდ რამე შეამჩნიონ და მაშინვე უცხოეთს ევროპა იქნება, ამერიკა იქნება, რუსეთი იქნება თუ სხვადასხვა, მანამდე დამპყრობლები, რომ გვყავდა, იმასაც კარგად ვხედავ ხოლმე, კუდებს როგორ უქიცინებენ, ისეთი კუდები მაინც ჰქონდეთ დააჭრა კაცმა და სადმე ჩააბარო და ხალხის სიკეთე გააკეთო. ბეწვიც კი არ უვარგათ ასე ვთქვათ, რა. იმიტომ რომ ვინც თავის ერის წინააღმდეგ წავა არ შეიძლება ის ჩაითვალოს თუნდაც სრულყოფილ მოქალაქედ.
გადავხედოთ, თუნდაც ჩვენს ისტორიას. დაიშალა საბჭოთა კავშირი და ეხლა არავის არ ეგონოს რომ დღევანდელი სიტუაცია ვიღაცეების მოტანილია.
ჩვენი წინაპრებიც იბრძოდნენ და ჩვენც ის თაობა ვართ ქართული ენა რომ შემოვინახეთ საბჭოთა კავშირის დროს და ასევე, ის თაობა ვართ, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლაში დიდი წვლილიც მივიღეთ, ჩემზეც ვლაპარაკობ და ჩემს სამეგობროზე და ყველაზე და აქეთ ის თაობაც დგახართ და მინდა ახალგაზრდებმა გაიგონ და ნახეთ რა ხდება.
როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა და ჩვენ თავისუფლების და დამოუკიდებლობის საშუალება მოგვეცა. მართლაც ჩატარდა ისეთი არჩევნები, ქართველმა კაცმა გამოხატა თავისი ნება. ვის უნდოდა რომელიმე იმპერიაში ყოფნა? გამოხატა თავისი ნება და მივიღეთ ქართული ხელისუფლება და რუსეთმა რა ქნა და არა მარტო რუსეთმა , იმიტომ ალბათ ჩვენი შეცდომაც იყო ცალკე რუსეთს ვაგინებდით და ცალკე ამერიკას და მოხდა ისე, რომ რუსეთის და ამერიკის ინტერესები მაშინ ერთმანეთს ემთხვეოდა და ჩამოაგდეს ის ხელისუფლება.
შეხედეთ, ჩამოაგდეს ის ხელისუფლება, მოვიდა შევარდნაძე, რომელსაც ეგონა, რომ რუსეთიც მხარს დაუჭერდა, ამერკაც მხარს დაუჭერდა და ისიც გააცურეს, შემდეგ რა ხდება ამერიკა და რუსეთი ფლირტში არიან, ახლოს არიან ერთმანეთთან და ჩამოყავთ ივანოვი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, შევარდნაძეს უშვებენ დამსახურებულ ,,პენსიაში’’და მოყავთ სამი ადამიანი უშუალოდ, რუსეთს ვინც უნდოდა- სააკაშვილი, ჟვანია და ბურჯანაზე.
ამიტომ ის ნაცმოძრაობა, რაც იყო ხო, რუსეთზე დამოკიდებული პარტია იყო, იმიტომ იყო რომ 2008 წელს ომი როცა დამთავრდა, მე ახლა ამას პირდაპირ ვიტყვი, 5 დღიანი ომი იყო და რა მოხდა, რუსეთმა თავისი ფესვები გაიმაგრა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, სამაჩაბლო შედარებით პატარა ტერიტორიაა, ცხინვალის რეგიონი მთლიანად მოიცავს მას, ხოლო ამერიკას თავის გავლენის სფეროდ დარჩა აქეთა საქართველო.
მაგრამ რა ხდება შემდეგ, როდესაც რუსეთმა პოზიციები გაიმყარა, თუ რამ სტრატეგიული ობიექტები გაყიდული არ ჰქონდათ, ბოლომდე გადასცეს რუსეთს. დღეს უნდათ მობრუნება ქართველი ხალხის სახელით? რას აკეთებდნენ, ხო? აბა შეხედეთ, ხო, თუნდაც პოროშენკო ავიღოთ, მე მასზედიდი წარმოდგენის არ ვარ, იმიტომ რომ , როგორც კი მოხდა მაიდანი საქართველოს წინააღმდეგ დაიწყო მოღვაწეობა, მერე ახალი პრეზიდენტი ჰყავთ, ისიც ისევეა, თუმცა მე მინდა ვთქვა, რომ უკრაინელ ხალს ვუთანაგრძნობ, იმიტომ რომ საშინელ დღეში არიან და არ იმსახურებენ მაგას.
თავისუფლება უნდათ, დამოუკიდებლობა უნდათ და იმედია ამ ჭირისაგან , ვარამისაგან და დარბევისაგან მალე გათავისუფლდებიან. წაეყვანათ, ჩვენები წაეყვანათ და ჰყოლოდათ იქ, მაგრამ შეხედეთ რა ხდება, ისე, ქართული ძირი რომ არ ჰქონდეთ არავითარი როგორია ახლა, საქართველოს პრეზიდენტი იყო, 30-საუკუნოვანი ქვეყნის პრეზიდენტი იყო, წახვიდე იქ და იმის გამო, რომ გუბერნატორი გახდე და ფული იშოვო, უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე და სადღაცა, რაღაც ქვეყანაში, თუნდაც უკრაინაში გუბერნატორობ.
მერე კარგად გვახსოვს, ასტრიდ ლინდგრენი და ისინი გამახსენა, კარლსონი და ისინი გამახსენა, სახურავებზე რომ დარბოდა, მერე როგორ შემოიყვანეს მანამდე ევროპარლამენტარებმა. მერე ზელენსკის დროს, დღესაც პატიმარი სააკაშვილი უკრაინის მოხელეა იმიტომ, რომ პრეზიდენტს ჰყავს დანიშნული რაღაცაზე, კაცო, თუ ჩვენ პარტნიორები ვართ, ცალმხრივია ეს პარტნიორობა? რას ჰგავს ეს რა? ვის რაში სჭირდებოდა, ან ციხეში რაში სჭირდება ვინმეს ან საქართველოში რაში სჭირდება მაგ კაცი, რომელიც დამპყრობლის ინტერესების გამტარებელი იყო ყოველთვის
და რა ხდება ახლა, დიდი მარხვაა და ხან ერთი რაღაც ხდება, ხან მეორე, ხან მესამე და , ეხლაც მოსამართლეებზე მიიღეს მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ მაგ მოსამართლეების გულშემატკივარი ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, მაგრამ რა ხდება ახლა – პოლიტიკური ტურები გამოვიდნენ და კიდევ რაღაცა არევა უნდათ.
თურმე საქართველოში იმ სასამართლოსთან შედარებით, რა სასამართლო იყო და რა სამართალიც იყო, დიდი განსხვავებაა და თუ დარჩნენ მაგ მოსამართლეები, კარგად იციან, რომ ობამას ადმინისტრაციამ დაუშალა ამათ, ახალ ხელისუფლებას, რომ შეხებოდნენ მოსამართლეების კორპუსს. და რა მივიღეთ, ისევ ჩვენ, ქართველი ხალხი მაგათ გამო ვიჩაგრებით.
მე ამერიკელებთან საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ყოველთვის, დღესაც კარგი ურთიერთობა მაქვს და მინდა რომ ჩემს სახელმწიფოსაც და იმ სახელმწიფოსაც კარგი ურთიერთობა ჰქონდეს. აბსოლიტურად ყველასთან მინდა რომ საუკეთესო ურთიერთობები გვქონდეს.
ჩვენ არ ვართ ის ერი, ვიღაცის დაპყრობა მოვინდომოთ, მაგრამ ის ერიც არ ვართ ერთის მონობიდან მეორის მონად ვიქცეთ. თუ კარგად დააკვირდებით, ამ ევროკავშირის კანდიდატობაც ჭირი გაგვიხდა ჩვენ, რა. იყენებ ამას. რა თქმა უნდა, ქართველ კაცს უნდა წესიერი და კარგი ცხოვრება.
არ მიგიღებენ და პრობლემას გიქმნიან – რუსული მთავრობა, რუსული ეს, თვითონ რუსები, რა. კომუნისტური მოლდოვა, კორუფციაში ჩამხრჩვალი უკრაინა მიიღეს, თუმცა უკრაინა ომის მდგომარეობაშია. მიიღონ არავისი არ გვშურს, მაგრამ ჩემთან რევოლუციურ სცენარს რატომ მიწერ, თუ არ მიღებ თვითონ?! ცოტა ხნის წინაც რა მოხდა, ხო? დიდი შეცდომა დაუშვეს მოუმზადებელი კანონი გამოიტანეს.
ძალიან ბევრი რამ გაკეთდა უცხოეთიდან რომ შემოდის დახმარებები, ბევრ რამეში დაეხმარა საქართველოს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, შეცდომა რა დაუშვა ევროპამ და ამერიკამ, რუსულის ძახილი რო დაიწყეს, ვინც მართლა რუსებივით იქცეოდა, იმათმა უთხრეს აი, თქვენზე ამბობენ რადგან გვაფინანსებთ, თითქოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ვართო, რამოდენიმე კაცია ისეთი, ფულს როცა აძლევ, იმან შეიძლება ბოროტებაში გამოიყენოს. ეს იმას ხო არ ნიშნავს გარედან გავალებენ, ხო? შორს ვარ მაგ აზრისაგან გარედან გავალებენ, მაგრამ , უბრალოდ რომ გეთქვა ქართველისათვის სახელი აგენტი , ძალიან მძიმეა.
უბრალოდ ეთქვათ, მოდი სია შევადგინოთ, რაც იყო იყო, შევადგინოთ სია, ვინ ვისგან ფინანსდება, ეკლესია ფინანსდება უცხოეთიდან? დაიწეროს მაგიც. სხვები იღებენ? ნჯო არის ტელევიზია არის, თუ ვინც არის, მერე ვინც სახელმწიოს წინააღმდეგ გამოდის, ხო, ვინც ქართულ სახელმწიფოს ძირს უთხრის, ერთხელ რომ გამოჩნდება სხვა ქვეყანა აფინანსებს, მეორედ გამოჩნდება და მესამედ , ხო, მერე ის ქვეყანა იზრუნებს რომ მასეთ ხალხთან საქმე არ ჰქონდეს , რა. მათ თუ აქვთ არჩევანის უფლება თავიანთი მტრები განსაზღვრონ და ჩვენ არ გვაქვს?
თუ ბევრჯერ გადაუხდიან და არ გაუჩერებენ ფულს მტერია აბა, რა არის, მაშინ, როცა სახელმწიფო უხდის ფულს. ბავშვები გამოიყვანეს და ბავშვებს ჰგონიათ, რომ გადაგვარჩინეს, რუსეთში შევყავდით ეხლა, რა. მოსკოვის იმაში უნდა ვყოფილიყავით ეხლა , ან ეკლესია საპატრიარქოში ჯვარი გვწერია, რა და იმათმა გადაგვარჩინეს და ჩვენ გავაკეთებთ იმას, რომ ვერც რუსმა, ვერც ევროპელმა, ვერც ამერიკელმა, ვერც ჩინელმა, ვერც თურქმა, ვერც ირანელმა და ვერც სხვამ იბატონოს ჩვენზე.
არ მჭირდება ისეთი მთავრობა, რომელიც ვიღაცის მონა-მორჩილი იქნება, დაუტკაცუნებენ თითს და ისე მოიქცევა. აბა, ამერიკას გაუბედე და მასე გაუკეთე, რა. იმას შეუძლია ნებისმიერს აუკრძალოს ვინ შევიდეს და ვინ არა. თავის ქვეყნის წესია და თუ კანონია ნუ შეუშვებენ, არაფერია. მაგრამ ეხლა რა ვთქვი სანამ მარხვა დაიწყებოდა დაიწყებოდა გამოსვლები, დიდი გამოსვლები. დაიწყო მარხვა და პირველსავე კვირაში გახსოვთ კარგად 7ის და 8 ის მოვლენები იცით, ხო ? მოუმზადებლად, მეორე მხარე სხვანაირად ემზადებოდა და რუსული დაარქვეს, დღესაც რუსულს ეძახიან, იმიტომ რომ ვითომ რუსულს ებრძვიან და ისევ დიქტატი დამყარონ, მორჩა, რა, ნაციონალებისა და . მათი დამქაშების დიქტატი არ იქნება.
ჩვენნაირი ხალხი, რომლებიც კარგად ვართ განწყობილი, დასავლური ღირებულებებისადმი კავკასიელები ვართ პირველ რიგში. ჩვენ და ბევრი რამე შეგვიძლია ვასწავლოთ ევროპასაც, ამერიკასაც და ძალიან ბევრს და ძალიან ბევრს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ ვართ და რატომ ვიმცირებთ თავს და რატომ ვხრით?
როგორც ადრე ვიქადაგე, ვთქვი რომ ძალიან ცუდი მიმართვები გვაქვს – ჩვენ ევროპასთან, ევროპას ჩვენთან, ჩვენ ამერიკასთან, ამერიკას ჩვენთან და საბოლოოდ რა მივიღეთ? რაღაც კინკლაობაში გადავიდა, რა და ვინ გაიხარებს ამით? – გინდა არ გინდა, ეს უცხოეთი რუსის საქმეს აკეთებს, ამის შემდეგ, რაც არ უნდა თქვან ახლა,
ახლა მიშიკოს და ადეიშვილის სასამართლოს, მეგობრებს ველაპარაკებოდი, 4 დაასანქცირე არა? ისინიც დაასანქცირე, ვინც ქართველი ხალხის მოწინააღმდეგე იყო, ვინც ელიტარულ კორუფციაში იყო, ვინც იმ უკანონო გადაწყვეტილებებს იღებდა. ისინიც დაასანქცირე რა, მეც მოვიშორებ იმ ხალხს ვინც მოსაშორებელია.
ეს რა გამოდის, მასე მინდა და მასე იქნება? მაგრამ ერთი იმედი მომეცა, მანამდე ჩვენი პრეზიდენტი ჩავიდა უცხოეთში, კარგად ვიცი დიპლომატიის ენა, მიდიოდა, მასთან საუბრობდნენ, ქართველ ხალხს მხარს უჭერენ, ოპოზიციის ლიდერად უნდა შექმნან თუ, ოპოზიცია უნდათ რამედ შექმნან? ხალხსაც შემოგვხედონ . ის, ხალხის ნაწილია, რომელსაც მხარს უჭერენ, მაგრამ ქართველი ხალხი იმ ნაწილისგანაც და ჩვენგანაც შედგება და როდემდე უნდა იყოს დაყოფა.
ჩვენ ეს დაყოფა არ უნდა გვქონდეს რა, 30%- 70 % მასე არ უნდა ვიყოფოდეთ, ერთად უნდა ვიყოთ. ადრე, თუ გვიან უნდა მივხვდეთ, მაგას. ბლინკენთან რაც ვნახე , მთავრობას და ხალხს ვუჭერო მხარს ამითო. ერთი რამეა, რამდენჯერ მითქვამს ამერიკელებისთვის ელაპარაკონ ჩვენებს და ჩვენებისთვისაც მითქვამს. უნდა მოინდომონ, თუ ვაკეთებთ ერთ საქმეს დავილაპარაკოთ.
თუ არა უბრალოდ, ბოლოს და ბოლოს ისე გამოვა, ნაციონალუი მოძრაობის წევრებს, ვინც ამაყობს დღეს, სამარცხვინოები, რა, როგორ უნდა იყოს ახალგაზრდა კაცი როგორ უნდა იყო ნაციონალი. ისინი ვინც იყვნენ, მიშა და ისინი, ანტიქართველები ანტიეკლესიურები, რომლებიც მტრობდნენ ეკლესიას ყოველთვის. მე საბუთებიც მაქვს მაგათი მაგიდებიდან აღებული, ჩვენზე რა ინფორმაციები ჰქონდათ, მაგათ თუ ჰყავთ ისინი, მეც მყავს მაგათთან.
ამიტომ ქართველები უნდა დავფიქრდეთ, რა, რას ვაკეთებთ. ჩააბარე, ახლა ამათ, ჩააბარე , აბა ჩააბარე და რა უნდა გააკეთონ რა. დაუწყებენ კუდის ქიცინს, უფროსო რას დაგვავალებ, უფროსო რას გვიზამ და და მერე 9 წელიწადში და მოგვიწევს, ისინი მართლა არჩევნებით კი არ წასულან , ცუდი რამე მოხდებოდა რომ არ წასულიყვნენ და წაიყვანეს მერე. ქვეყანას არ ასვენბენ შეიძლება ?
მარხვას მარხვად არ გვატარებინებენ, “რუსია, ოკუპირებული ვყავართ, უკრაინელები არიან და ხელს გვიშლიან, რომ ევროპაში შევიდეთ, ბალტიისპირელები არიან, იგივეს აკეთებენ, ესე იგი პოსტსაბჭოთა ისინი სულ რუსეთის იმას აკეთებენ და რა ვიცი, რომ რუსეთის აგენტები არ არიან. ჩემთვის არიან რუსეთის აგენტები მაგენი და რუსებზე უკეთესი არაფრით არ გამომდიან, იმას თუ ოკუპირებული ვყავარ, ის კიდევ წინ არ მიშვებს”
მე ვფიქრობ, რომ სრულიად საკმარისია. ამერიკელებმა და ჩვენებმა დროზე დაილაპარაკონ, რაც იყო, იყო. ის წყენები უნდა დაივიწყონ, იმიტომ რომ წინ უფრო დიდი რაღაცებია. ერთი რამე იცოდნენ, საქართველოს არავისთან არ უნდა ცუდ ურთიერთობებში ყოფნა. ტერიტორიულად ისე ვართ, გველეშაპივივით არის იქ, რუკიდან გადაწევ, თუ რას უზამ.
თუ დახმარება უნდათ, არა თუ კანდიდატად უნდა მიგვიღონ, არამედ მიგვიღონ ევროკავშირში . პოლარიზება ხომ დამთავრდება რა. რა უნდა თქვან მერე. ვინმე ვინმეს რუსს დაუძახებს? არჩევნებიც წესიერად ჩატარდება და ყველაფერი წესიერად იქნება მერე, ხო? ჩადონ ის ფული სხვა რამეში. იმით ჩვენც გამოგვიყვანენ გარეთ და პირდაპირ გეტყვით , არ მგონია, რომ ნაციონალებს რამე მომავალი ჰქონდეთ. და იმ დამქაშებს. საქართველო ჩვენი ქვეყანაა და არავის შევახებინებთ.
ნახავენ ღმერთი დაიფარავს თუ არა საქართველოს. ეკლესია იყო ის ძალა, როცა კარგი მეფე იყო ეკლესია მხარში ედგა, როცა არ ვარგოდა ეკლესია ინახავდა ქართულ ენასაც და ყველაფერს. ეკლესია ყოველთვის იქნება იქ, სადაც ქართველი ხალხია. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც საქართველოს დაიცავს, ხელისუფლებამაც ყოველთვის უნდა დაიცვას ჩვენი ქართველი ხალხი, ასევე ოპოზიციამ. ნუ ვიბრძოლებთ, წააგებენ ისინი ჩვენი ქვეყნის მტრები წააგებენ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, სულიწმინდის მადლით აგავსოთ. ” -განაცხადა ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა ქადაგებაში.










