“ქართული ოცნების” წევრებმა და მხარდამჭერებმა გუშინ “გაერთიანებული ოპოზიციის” ოფისს საღებავები, კბერცხები და ცოცხები დაუშინეს.
ქუთაისში, “ქართული ოცნების” წევრები და მხარდამჭერები თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და მსვლელობა გამართეს, სახელწოდებით: „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება“. მოგვიანებით, მათ გაერთიანებული ოპოზიციის ოფისთან, შემდეგ კი “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან გადაინაცვლეს.
“საქართველო ნაცების გარეშე“, „ მათ შეურაცხყვეს საქართველო, ეკლესია და არ ვაპატიებთ“, „დემიშიზაცია ქუთაისიდან იწყება”, – აცხადებდნენ აქციის მონაწილეები.
აქციის მონაწილეებმა გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში შეჭრა სცადეს და შენობას კვერცხები და საღებავები დაუშინეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.