გავრცელებული ინფორმაციით , 14 აგვისტოს, უკრაინულმა არტილერიამ HIMARS-ის გამოყენებით პოპასნასთან, განსაკუთრებელი სისასტიკით ცნობილ, რუსეთის კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” შტაბს დაარტყა, ზუსტი დამიზნების GMLRS რაკეტებით.
სავარაუდოდ, შტაბში ამ დროს ვაგნერის მეთაური და პუტინის მეგობარი ევგენი პრიგოჟინიც იმყოფებოდა.
დაღუპულების და დაჭრილების ზუსტი რაოდენობა და პრიგოჟინის ლიკვიდაციის ცნობა ჯერ ჯერობით არ ვრცელდება.
ადგილის ამოცნობა შტაბთან გადაღებული ფოტოებით შეძლეს. რამდენიმე დღის წინ,
8 აგვისტოს “ვაგნერელებმა” ინტერნეტში გამოფინეს, რითაც დაზვერვამ შენობის ინდენტიფიცირებით ზუსტად დაადგინა მათი მდებარეობა.









