86 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი ცისანა ანთაძე.
ცისანა ანთაძე დაიბადა ლანჩხუთის რაიონში, სოფელ ჯურუყვეთში.
დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტუტუტი მათემატიკის სპეციალობით. გამოცემული აქვს პოეტური კრებულები: ,,სათავეებთან” (თანაავტორია, 1968), ,,ლექსები”( 1978), ,,ბილიკ-ბილიკ” (1974), ,,მზეო მაღალო” (1978), ,,ლამაზი სიზმარი” (1982), ,,მოეფერეთ შემოდგომის ჩიტებს” (1990), ,,რჩეული” (2000), ,,აღსარება” (2014). ავტორია მონოგრაფიებისა: ,,ღვაწლით გალამაზებული სიცოცხლე” (2011), ,,სავსე ქართული პატიოსნებით” (2010), “ადამიანი” (2012), “სიტყვა ლამარა ბოლქვაძეზე”, “ღირსეული”, “ნური ვერძაძე”, “ანა” (ანიკო დუმბაძე, 2003). ქართულ პერიოდულ პრესასა და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს არაერთი პუბლიცისტური წერილი. ეწევა მთარგმნელობით საქმიანობას. თარგმნილი აქვს ვლადიმერ ვისოცკისა და ტარიელ ცხვარაძის ლექსები. სხვადასხვა დროს მუშაობდა ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში, გამომცემლობა “საბჭოთა აჭარაში”, “რესპუბლიკურ საბავშვო ბიბლიოთეკაში”, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამინისტროში; 2004-2012წწ. უძღვებოდა გაზეთ “აჭარა P.S”-ის ლიტერატურულ რუბრიკას; რედაქტორია 20-ზე მეტი წიგნისა, არის ჟურნალ “ჭოროხისა” და გაზეთ “აჭარა P.S”-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით (შემოქმედებით საქმიანობაში მიღებული წარმატებისთვის), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს სიგელით (ხანგრძლივი და ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის), მიღებული აქვს “ქართული კულტურის ამაგდარის წოდება” (ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის, საქართველოს მწერალთა კავშირი), წმინდა მესროპ-მაშტოცის სამახსოვლო მედალი (საერთაშორისო დამოუკიდებელ ჟურნალ ,,ჰაიოს-ქართლოსის” გადაწყვეტილებით, სომხეთ-საქართველოს მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის).
“რის ამპუტირებული სხეულის ნაწილები, ეს არის ტყუილი”-მერის წარმომადგენელი სოფელ მელაურში
ტელეკომპანია TV Pirveli-მ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაურში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტი იუწყება, ადგილობრივებმა მედიას ვიდეომასალაც მიაწოდეს და აცხადებენ, რომ სოფელში მდებარე ერთ-ერთ...










