LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მხარი დაუჭირა რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს

“გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა “- შალვა პაპუაშვილი

დაპოსტა 2026/02/27-ში
A A
162
ნახვა
გაზიარება

გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა – „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრიტანეთის ელჩის „იმედისა“ და „პოსტვ“-სთვის სანქციების დაწესების საკითხზე დაბარებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, „დასტურდება, რომ ბრიტანეთის ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა“.

„გავარკვიეთ, თურმე, ბრიტანეთის ელჩი ქართულს რატომ სწავლობდა – „პოსტვ“-სთვის და „იმედისთვის“ რომ ეყურებინა და საქმეები შეეკერა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ. ფაქტია, რომ ბრიტანეთის გადაწყვეტილება თუკი რაიმეს შეიძლება ეყრდნობოდეს, ეს მისი ელჩის მომზადებული საკითხებია. დასტურდება, რომ [ბრიტანეთის] ელჩია ის, ვინც თავისუფალ მედიაზე თავდასხმისთვის საქმე შეკერა, რაც ძალიან მძიმეა. სოცმედიაში მისი ერთ-ერთი ვიდეო ტრიალებდა – 5-ჯერ ვუყურე. ირონიაა, რომ ეს ადამიანი რამდენიმე თვის წინ გვეფიცებოდა, რომ თავისუფალი მედიის მხარდამჭერები არიან. ალბათ ეს ვიდეო რომ ჩაწერა, გავიდა თავის კაბინეტში და თავისუფალ მედიაზე თავდასხმის საბაბების შეკერვა დაიწყო“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, გუშინ ბრიტანეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში მტკიცებულებების წარსადგენად დაიბარეს, თუმცა მან ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა.

„გუშინ დაიბარეს საგარეო საქმეთა სამინისტროში ერთი მიზნით, რომ წარედგინა მტკიცებულებები, თუ რას ეფუძნება ბრიტანეთის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ვერცერთი მტკიცებულება ვერ წარადგინა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ეს არიის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა თავისუფალ მედიაზე, რომელსაც არანაირი საფუძველი არ აქვს. საბოლოო მიზანი არის მართალი სიტყვის წინააღმდეგ წასვლა და ველის გასუფთავება მათივე პროპაგანდისტებისთვის. სულ რამდენიმე თვის წინ ბრიტანეთის საელჩო ცდილობდა პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა“ დაეფინანსებინა. შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთში თავს აფარებს „ფორმულას“ მეპატრონე [დავით] კეზერაშვილი. კეზერაშვილს არ გადმოგვცემს, რითაც ბრიტანეთი გვერდს უვლის საქართველოს სახელმწიფოს სანქციებს. მიზანია, რომ ჩაახშონ თავისუფალი და მართალი სიტყვა და გაასუფთაონ გზა საკუთარი პროპაგანდისტებისთვის, რომლებსაც საკუთარი შავი სქემებით ევროპიდან აფინანსებდნენ.

დასკვნა ერთია: ვინც ჩვენ სიტყვის თავისუფლების მცველი გვეგონა, სიტყვის თავისუფლების მკვლელი აღმოჩნდა. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ და დღეის იქით ბრიტანეთს, მის ელჩს და საქმიანობას ასე უნდა შევხედოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, ვის შეიძლებოდა ბრიტანეთის ელჩი დაჰყრდნობოდა, შალვა პაპუაშვილმა უპასუხა, რომ „დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“.

„სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედია “ენჯეოებს”, მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა. ვინმეს ერთი ხმა მათი გაგიგონიათ? სინამდვილეში მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა ქართულ მედიას თავს დაესხა და ხმა აქვთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს „ენჯეოები“ არიან უცხო ძალის გამტარებლები საქართველოში, ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს „მეხუთე კოლონა“, რომელმაც, როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, „მოლოტოვის კოქტეილები“ უნდა ესროლონ საქართველო პარლამენტს და პოლიციელებს, როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები. დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ დიდი ბრიტანეთის ელჩი, გარეტ უორდი იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიებს – „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა“ და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს“. დიდი ბრიტანეთის მიერ დაწესებული სანქციები აქტივების გაყინვას, აქტივების მართვის ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორის დისკვალიფიკაციას მოიცავს. სანქციების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ “იმედი” და POSTV „რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ თავიანთ აუდიტორიაში, რომელიც ძირითადად საქართველოშია წარმოდგენილი“.

გაზიარება65

დაკავშირებული -პოსტები

ბიძინა ივანიშვილის მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

2012 წელს, ქართველმა ხალხმა დაინახა ბიძინა ივანიშვილის კომპეტენცია და ქვეყნისთვის თავდადება და გამოუცხადა ნდობა, რომელმაც ქვეყანაში გარდამტეხ ცვლილებებს დაუდო დასაბამი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა....

დაწვრილებითDetails

„კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი – აშშ-ს წარმომადგენელი პალატა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი. კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა
მთავარი

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. "ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში! კერძოდ ე.წ. სამტრედიის ხიდთან...მადლობა უფალს ყველანი კარგად არიან, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა
მთავარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 7 ივ­ნისს გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქუთაისელია ბე­ბია მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს კვლავ ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. ეს სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა. "აქილევსის ქუსლი - ,,შრომითი უსაფრთხოება”წლების წინ ჩემს მიერ გაშუქებული არაერთი ფატალური შემთხვევა დამიდგა თვალწინ…ქუთაისი 08.06.2026კიდევ ერთი...

დაწვრილებითDetails

“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ. მეგა tv-ის ინფორმაციით 8 ივნისს საბა ელიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეგა ტვ- ი იზიარებს ოჯახისა და ახლობლების დიდ მწუხარებას. ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:   რაც უფრო ბევრს...

დაწვრილებითDetails

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, ახალი იდეების განსახორციელებლად. იყავით თავდაჭერილნი ფინანსურ საკითხებში და ნუ გადაერთვებით რისკებზე.   კურო   კონცენტრაცია სამუშაოსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე დაგეხმარებათ. ოჯახური ურთიერთობები საჭიროებენ ყურადღებას და...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში,პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო და ვერცხლი იაფდება. ფასების კლების ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 285 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"