,,იმედი მაქვს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია გამოიყენოს შეწყალების უფლება, იმიტომ რომ ეს საქმე მართლაც არადამაჯერებელია. მახსოვს, რომ ნიკა გვარამია იყო უკვე ერთხელ დაპატიმრებული კორუფციის ბრალდებით, და მაშინ იგი გათავისუფლებული იქნა იმიტომ რომ ვერ შეაგროვეს დამაჯერებელი მტკიცებულებები.
გვიჩნდება განცდა, რომ პოლიტიკური მოტივები არის აქ ჩართული. ეს ცხადზე უფრო ცხადია. და ეს კიდევ უფრო დადასტურდა იმ ბრალდებით და განაჩენით, რაც აქვს წაყენებული. ამ პროცესზე ზოგიერთი ბრალდება საერთოდ არ დამტკიცდა. ასე რომ, ეს მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს ამ პროცესის ბუნების და არსის შესახებ, – ამბობს ფოტიგა.
“ჩემი აქ [ეთერში] ყოფნა და ჩემი ნება, მიმეღო მონაწილეობა ასეთ გადაცემაში, ნამდვილად არის სოლიდარობის ნიშანი ჩემი მხრიდან”.
,,მინდა, ნიკა გვარამიას გადასცეთ ჩემი უდიდესი პატივისცემა, მოკითხვა… ასევე, მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვუცხადო მის ოჯახსა და კოლეგებს. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ამის მონიტორინგს ვახორციელებთ და მინდა კიდევ ერთხელ მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, რომ ნიკა გვარამიას საქმეში ჩაერთოს, – თქვა ანა ფოტიგამ.









