გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი მდგომარეობა გაუარესებულია და გამოსავალი უცხოეთის კლინიკაში გადაყვანაა.
„საშინელი სისუსტე აქვს. ფერი არ აქვს ადამიანს. ჩემს შვილს ვერ ვცნობ. სხვა ადამიანია. გამოფიტულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში.
ნევროპათოლოგის აზრით, მდგომარეობა გაუარესებულია იმასთან შედარებით, რაც ადრე ნახა.
გამოსავალს ისევ ვხედავ გაყვანაში.მე პირველი დღიდან მაგას ვამბობ, პოლონეთი ითხოვს უბრალოდ, სხვა ქვეყნებიდანაც არის შემოთავაზება“, – თქვა გიული ალასანიამ.
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მას საჭმლის მიუღებლობა აქვს და მისი ინფორმაციით, “ვივა მედიში” გადაყვანის შემდეგ არ უჭამია.