სალომე ზურაბიშვილმა ევროპის დღესთან დაკავშირებით საზოგადოებას მიმართა.
,, ევროპის დღე ევროპა ერთადერთი გამოსავალია, რომ აღარ გაისმას კითხვა ,,მშვიდობა თუ თავისუფლება” რამეთუ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობაც და თავისუფლებაც. მაშასადამე, გვინდა ევროპა!
ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს რაზედაც დგას ევროპა.
ამ გამოწვევაზე ევროპის ღირსეული პასუხია: წევრი ქვეყნების ერთიანობა, არა ეგოიზმი, არამედ სოლიდარობა!-განაცხადა პრეზიდენტმა.