ხელისუფლების გადაწყვეტილებას 14 მილიონი ლარი დახარჯოს ომის მემორიალისა და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციისათვის , საზოგადოების გამოხმაურება მოყვა.
გიორგი კლდიაშვილი წერს, რომ ამ დროს რეპრესირებულთა ყოველთვიური დახმარება 7 ლარია.
,,მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალის და მიმდებარე პარკის რეაბილიტაციაზე 14 მილიონ ლარს დახარჯავენო.
Ებიჭო, ჯერესერთი, ყველაფერზე რაზეც არ უნდათ, ამბობენ ფული არ გვაქვსო. Ამავდროულად, არ გვაქვს საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულთა მემორიალი და ხელიუფლება არ ფიქრობს მის დადგმას.
Ხოლო, საბჭოთა რეჟიმის მიერ 10 ათასამდე უკანონოდ რეპრესირებული პირის დახმარება კვლავაც თვეში 7 ლარია და ამ დახმარების გაზრდისთვის 44 ლარამდე წელიწადსი სულ 4 მილიონია საჭირო.
Მიზეზი: ბიუჯეტში ფული არ არისო.
Დასკვნა თქვენ გამოიტანეთ”.










