ახალგაზრდა ქართველი ჟურნალისტი ფრანგულ ტელესივრცეში
ნატალია ოდიარიამ საფუძვლიანი ევროპული განათლების მიღება შეძლო. ცოდნა რამდენიმე მიმართულებით დააგროვა. ქართველი გოგონა საფრანგეთში ცნობილი სასწავლებლის Sciences Po კურსდამთავრებულია. დღეს არის France Info TV-ისა და France 2-ის ჟურნალისტი. 27 წლის ჟურნალისტის მიზანი, საავტორო პოლიტიკური გადაცემის შექმნა და ტელეწამყვანობაა. ამისთვის ბევრს შრომობს და აქტიურ ნაბიჯებს დგამს.
ის თბილისში დაიბადა, ბავშვობა კი, ბათუმში გაატარა. 8 წლის იყო ემიგრაციაში, საფრანგეთში ოჯახთან ერთად რომ წავიდა. ხელში მხოლოდ 100 ევროთი, ახალი ოცნებებით და იმედებით გადალახეს საზღვარი და ახალი ცხოვრება დაიწყეს… პატარა ნატალიას რთული პერიოდის გავლა მოუწია, ადაპტაცია და ახალ ცხოვრებასთან შეგუება მარტივი არ იყო, თუმცა მოგვიანებით შეეჩვია და ნელ-ნელა ადგილის დამკვიდრებაც შეძლო.
წყარო:http://kartuli.kvira.ge/