კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ადგილობრიმა მოსახლეობამ ე.წ. ჯადოქრებზე ნადირობა მოაწყვეს და 8 ქალი სასტიკად აწამეს და 8-ვე ცოცხლად დაწვეს. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კონგოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას ერიდება, თემების ლიდერები კი მალავენ იმ პირების ვინაობას, ვინც სასტიკ მკვლელობებთან არის დაკავშირებული.
უფლებადამცველების თქმით, “ჯადოქრებზე მონადირეებმა” 2021 წლის ივნის-სექტემბრის პერიოდში “ჯადოქრობაში” 300 ქალი დაადანაშაულეს.
ამასთან, ისინი აცხადებენ, რომ “ჯადოქრებზე ნადირობის” პრაქტიკა კონგოში საკმაოდ გავრცელებულია, ხელისუფლება კი ამ ველურობის შესაჩერებლად არაფერს აკეთებს.
“პოლიცია და მართლმსაჯულების მთელი სისტემა ქალებს არ იცავს და საკუთარ მოვალეობას არ ასრულებს. მეტიც, ადამიანების გამოვლენა, ვინც უდანაშაულო ქალებს კლავს, პრაქტიკულად შეუძლებელია”, – ამბობს სოციოლოგიის პროფესორი ბოსკო მუკუჩივუ.










