ფსიქოტროპული მედიკამენტების არამართლზომიერად და ჭარბი ოდენობით გამოწერის გამო, 10 მედიკოსს პროფესიული პასუხისმგებლობა დაეკისრა – ერთს საექიმო საქმიანობის სერტიფიკატი სამუდამოდ გაუუქმდა, 8 ექიმს, საქმიანობის უფლება, 6 თვის ვადით შეეზღუდა, ერთს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა.
გამოვლენილი დარღვევების ცალკეული შემთხვევები, სამართლებრივი შეფასებისთვის საგამოძიებო უწყებებს გადაეცა.
მედიკამენტების არამართლზომიერად გამოწერის შემთხვევები ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოზე განიხილეს. საბჭოზე კრიტიკული ნაკლოვანებები და რისკები გამოვლინდა.
დადგინდა, რომ ექიმების მიერ, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტების გაცემა ხდებოდა დასაბუთების, დიაგნოსტირებისა და პაციენტთან კონსულტაციის გარეშე. ასევე, ერთ პაციენტზე, ერთდროულად, გამოწერილი იყო სხვადასხვა დასახელების, ისეთი ძლიერმოქმედი ფსიქოტროპული მედიკამენტები, როგორიცაა: „ლირიკა“, „დიაზეპამი“ და „ბაკლოფენი“. ცალკეულ შემთხვევებში, ფსიქოტროპული მედიკამენტების რეცეპტს გასცემდა ექიმი, რომელსაც შესაბამისი ნებართვა არ ჰქონდა. ასევე, მედიკამენტი გაიცემოდა, დღიურ დოზასთან შედარებით, ორჯერ და სამჯერ დიდი დოზით.
მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, განხორციელებული მონიტორინგისა და ანალიზის შედეგად გამოვლენილი დარღვევები საჭიროებს შესაბამის რეაგირებას, რომელიც განხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში. ამასთან, სამინისტრო მუშაობს ნორმატიული ბაზის განახლებაზე, რათა შემცირდეს მსგავსი რისკები და გაძლიერდეს კონტროლის მექანიზმები.
საბჭოს წევრების განცხადებით, ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი გაცემის პრაქტიკის აღმოფხვრის პროცესში მნიშვნელოვანია ექიმების როლი, პროფესიული და ეთიკური სტანდარტების მკაცრი დაცვა.
მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 178 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.01%-ით ზრდას წარმოადგენს. რაც შეეხება...
გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მოსახლეობას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს. სინოპტიკოსების ინფორმაციით, პირველ მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი წვიმის სახით, ზოგან – ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება და ზღვაზე 4-5-ბალიანი...
ბათუმში მდებარე „კლინიკა მედინას“ ინფორმაციით, ახალშობილის მდგომარეობა, რომელიც სანიტარმა საპირფარეშოში გააჩინა და შემდეგ მკვლელობა სცადა, კვლავ მძიმედ ფასდება. კლინიკის ცნობით, ახალშობილს ძირითადი პრობლემები თავის ტვინზე უფიქსირდება. „მიუხედავად ჩატარებული მრავლობითი ქირურგიული ჩარევებისა...
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 28 თებერვლისთვის ერთი აშშ დოლარი – 2.6759, ევრო – 3.1581, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6066 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...
სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარტვილის, აბაშისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში რძის გადამმუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმეები მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ კურზუში, აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ონტოფოსა და სენაკში, ეკონომიკურ...
ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ერთ-ერთი ჩინოვნიკის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ჩხრეკას ატარებენ. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ბრიტანული სანქციების საპასუხოდ საქართველოს ხელისუფლებას ბრიტანეთთან არანაირი დიპლომატიური ცვლილება არ ექნება, მათ შორის არ მოხდება არც ელჩის ქვეყნიდან გაძევება. როგორც კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ელჩი თავად არის...
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომას პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა. სხდომა პარტიის ცენტრალურ ოფისში გაიმართა, სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებას, დიდი ბრიტანეთის მიერ ორი ქართული ტელეკომპანიის - „იმედისა“...
დიდი ბრიტანეთის მიერ 2026 წლის 24 თებერვალს დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით კომპანია „მაგთიკომმა“ კომენტარი გაავრცელა. „მაგთიკომი“ აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი განხილულ უნდა იქნას საქართველოს “მაუწყებლობის შესახებ“ კანონისა და დიდი ბრიტანეთის (2019...
ტელეკომპანია TV Pirveli-მ ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამტრედიის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელაურში მცხოვრები მოქალაქეები დახმარებას ითხოვენ. როგორც ჟურნალისტი იუწყება, ადგილობრივებმა მედიას ვიდეომასალაც მიაწოდეს და აცხადებენ, რომ სოფელში მდებარე ერთ-ერთ...