8 აგვისტო შვეიცარიელი ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის დაბადების დღეა.
ფედერერს მამაკაცთა ჩოგბურთში ყველაზე მეტი – 20 დიდი სლემის ტურნირი აქვს ერთეულთა თანრიგში მოგებული.
აქედან რეკორდული 8 უიმბლდონი, რეკორდული 6 ავსტრალიის ღია პირველობა , 5 აშშ-ის ღია პირველობა და 1 საფრანგეთის ღია პირველობა.
მან მონაწილეობა მიიღო რეკორდულ – 30 დიდი სლემის ფინალში, მათ შორის ზედიზედ 10 ფინალში 2005 წლის უიმბლდონიდან 2007 წლის აშშ-ის ღია პირველობის ჩათვლით.
შვეიცარიელს 28 მასტერსი და რეკორდული – 6 წლის შემაჯამებელი ტურნირი აქვს მოგებული.
ჯამში ფედერერმა კარიერაში ATP-ის 101 ტურნირი მოიგო ერთეულებში.










