,,საინტერესო დახასიათება მისცა ამას წინად ერთ ინტერვიუში გამოცდილმა უკრაინელმა სამხედრო სპეციალისტმა მათ, ვინც ახლა უკრაინას იცავს.
მან უკრაინელი მეომრები 4 კატეგორიად დაყო:
1. უკრაინელი სამხედროები: უმაგრესი პროფესიონალები, რომლებიც თავის სამუშაოს (ორკების უტილიზაციას) კეთილსინდისიერად ასრულებენ.
2. “ახალბედები”: ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეები, უმთავრესად ახალგაზრდები, რომლებსაც ომის გამოცდილება არ აქვთ, მაგრამ მზად არიან ამის გასაბათილებლად შეასრულონ ნებისმიერი მძიმე სამუშაო: გათხარონ სანგრები, გაწმინდონ გზები განადგურებული ტექნიკისგან, მიაწოდონ უფრო გამოცდილ მეომრებს სურსათი და ტყვია-წამალი, აუცილებლობის შემთხვევაში იომონ.
3. “ბიძები”: ესენიც ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეები არიან, მაგრამ 50-70 წლის ხალხია. ბევრი მათგანი ავღანეთის და სხვა ომების გამოვლილი მამაკაცები, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე, საოცარი სიმამაცით და შემართებით იცავენ თავის სოფელს, ქუჩას, ქალაქს. მტერმა და მოყვარემ იცის: სანამ ესენი ცოცხლები არიან – მტერი იქ ვერ გაივლის.
4. “მონადირეები”: ტერიტორიული თავდაცვის მოხალისეები, საშუალო ასაკის, ომში გამობრძმედილი მამაკაცები. ესენი ომში მოდიან საკუთარი დიდი ჩემოდნით, რომელშიც უდევთ საუკეთესო შეიარაღება და აღჭურვილობა. ამათ სხვა სამხედროებისგან მხოლოდ ორი რამ სჭირდებათ: ტყვია-წამალი (როცა უთავდებათ) და საერთო მოქმედებების კოორდინაცია. ესენი მტერზე სანადიროდ გადიან ყოველღამე და ისეთი ეფექტურები არიან, რომ ზოგიერთ ქვედანაყოფს ჯობიან.
აი, ამ ხალხს ებრძვის პუტინის ხროვა.
Слава Украiнi!”- წერს ლევან ფესვიანიძე.
??✊