Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 475 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 507 კოვიდინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.
გარდაიცვალა 20 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,72%-ს შეადგენს. ბოლო 24 საათში 656 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 2 842 355 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 641 874 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 598 286, გარდაიცვალა 16 663 პაციენტი.