ამერიკული კინოს ლეგენდა, რიჩარდ გირი 73 წლის გახდა. სწორედ დაბადების დღეზე გადაიღეს მსახიობი პაპარაცებმა. გირი ნიუ-იორკში, მეგობრებთან ერთად გამოჩნდა. მსახიობი ჯინსის შარვალში, ნაცრისფერ ზედასა და ბოტასებში იყო გამოწყობილი, მის ანსამბლს კი პატარა ჩანთა ასრულებდა.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ 90-იანი წლების სუპერვარსკვლავი დღეს კიდევ უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება.
შეგახსენებთ, რომ გირი 34 წლით უმცროს ბიზნესმენზე, ალეჰანდრა სილვაზეა დაქორწინებული.









