7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზის მიხედვით, დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისთვის, დასვენებისა და მოგზაურობისთვის. გირჩევთ, მოერიდოთ კაპიტალდაბანდებებს და ალკოჰოლის მიღებას. ფიზიკური აქტივობა სასიკეთოდ იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
ვერძი:
საინტერესო და აქტიური დღე გელით. შესაძლებელია მოგზაურობები და საინტერესო შეხვედრები. შანსია შეხვდეთ უცხოელებს ან მოგზაურებს, რომლებიც სასარგებლო ინფორმაციას გაგიზიარებენ.
კურო:
ვარსკვლავები გირჩევენ დაისვენოთ ყოველდღიური პრობლემებისგან. ყურადღებით განიხილეთ დღევანდელი შეთავაზებები, განსაკუთრებით თუ ისინი ვაჭრობის სფეროს ეხება.
ტყუპი:
კომუნიკაციის დღეა. შესაძლებელია ახალი მეგობრების გაცნობა და ძველებთან დროის გატარება. საღამო გაატარეთ საინტერესო გარემოში, მეგობრებთან ერთად.
კირჩხიბი:
თუ დაგეგმილი გაქვთ მოგზაურობა ან შეხვედრა უცხო ადამიანებთან, შეინარჩუნეთ პოზიტიური და მშვიდი განწყობა. შესაძლოა დაგჭირდეთ სამედიცინო დაწესებულებების მონახულება.
ლომი:
დღის განსხვავებულად გატარება და ახალი, საინტერესო ადგილების მონახულება სასიკეთო იქნება. ფიზიკური აქტივობა გამოგადგებათ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.
ქალწული:
გირჩევენ, უფრო მოქნილი იყოთ და მოვლენებს მარტივად შეხედოთ. თუ ცოტათი გადაუხვევთ მკაცრ წესებს, მიიღებთ დაუვიწყარ გამოცდილებას და გაერთობით.
სასწორი:
ხელსაყრელი დღეა მოგზაურობის ან მგზავრობის დასაწყებად. გარემოს შეცვლა და უჩვეულო ექსკურსიები ენერგიით აგავსებთ. შუამავლის როლი წარმატებული იქნება თქვენთვის, გამოიყენეთ ეს საჭირო კავშირების დასამყარებლად.
მორიელი:
აქტივობის წყურვილმა და ახალი გამოცდილების ძიებამ შეიძლება სარისკო წამოწყებებში ჩაგითრიოთ. ფრთხილად მიიღეთ შეთავაზებები ტექნიკურ სფეროში, განათლებაში ან მოგზაურობაში. არსებობს სასიყვარულო ნაცნობობის შანსი.
მშვილდოსანი:
დღეს უნდა იყოთ უფრო მოქნილი, დიპლომატიური და კომუნიკაბელური. ასე თავიდან აიცილებთ რთულ სიტუაციებს და გადაარჩენთ თქვენს რეპუტაციას. საღამო შესაფერისია სასიყვარულო თავგადასავლებისთვის.
თხის რქა:
დღეს პრობლემები და საქმეები უნდა დაივიწყოთ და დრო ოჯახთან ერთად მხიარულად გაატაროთ. მოაწყვეთ ოჯახური წვეულება და უმასპინძლეთ მეგობრებს.
მერწყული:
დღეს არ უნდა იყოთ მარტო. შეხვდით მეგობრებს. ფიზიკური აქტივობები დაგეხმარებათ ემოციურად განტვირთვაში და კარგი განწყობის დაბრუნებაში. საღამოს ჩაერთეთ შემოქმედებით პროცესში ან წადით პაემანზე.
თევზები:
დღეს საოჯახო ვალდებულებები უნდა მოაგვაროთ. მოერიდეთ აურზაურს და დაბნეულობას, ნუ გაბრაზდებით, თუ რამე არასწორად კეთდება. შეინარჩუნეთ სიმშვიდე. საღამოს ესტუმრეთ ახლობლებს.