LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
7 წლის გოგონამ, ლოცვა სპეციალურად მამის დასახმარებლად ისწავლა

7 წლის გოგონამ, ლოცვა სპეციალურად მამის დასახმარებლად ისწავლა

დაპოსტა 2021/02/04-ში
A A
84
ნახვა
გაზიარება

შვილების ფოტო გამოქვეყნებულია მშობლის თანხმობით

“7 წლის პატარა გოგომ მამის გამო, ლოცვა ისწავლა და ყოველ დილა-საღამოს მამის გადარჩენისთვის ლოცულობს. ამბობს, რომ როგორც ფილმებში ხდება, ისიც დარეკავს სადღაც, შველას ითხოვს და მშობელს ასე გადაარჩენს. თავისი პატარა ხელებით წერილიც დაწერა – გვიშველეთ, მამა გადამირჩინეთო. დაწერა, მაგრამ არ იცის, ვინ დაეხმარება და სად უნდა გაგზავნოს, ამიტომ სახლში ინახავს” – ასე იწყებს “პრაიმტაიმთან“ საუბარს 7 წლის ნიას სათხოვარზე ორი შვილის დედა, ანი მაისურაძე.

 

მისი მეუღლე უმძიმეს დაავადებას ებრძვის, მას ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. სანამ ოჯახს მატერიალური შესაძლებლობა ჰქონდა, მკურნალობის ხარჯებს დამოუკიდებლად უმკლავდებოდნენ, მაგრამ ახლა, ამ ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე მხოლოდ კეთილ ადამიანებზეა დამოკიდებული. ანი ამბობს, რომ მისი მეუღლე, 35 წლის გიორგი ვეღარც წვება, სუნთქვა უჭირს და ყოველ წუთს შეიძლება ამან სავალალო შედეგამდე მიიყვანოს…

 

სიმსივნის ეს ფორმა იშვიათია, საქართველოში ნეიროქირურგები ოპერაციის გაკეთებაზე უარს ამბობენ. ამიტომ, მისი საზღვარგარეთ წაყვანა ერთადერთი გამოსავალია. ოჯახს ღირებული რაც გააჩნდა, უკვე გაყიდეს. მხოლოდ გიორგი მუშაობდა, ანი ბავშვებს ზრდიდა, ისინი ორი შვილის – 7 წლის და 2 წლის პატარების მშობლები არიან. გარდა ამისა, მათთან ერთად გიორგის მშობლები ცხოვრობენ, დედამთილსაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს… გიორგის ოჯახის სარჩენად ფიზიკური მუშაობა უწევდა.

 

მეუღლე შიშობს, რომ მატერიალურ გასაჭირს, ჯანმრთელობის პრობლემას და სტრესს მისი ქმარი ვეღარ გაუძლებს და თავს რაიმეს აუტეხავს…

 

“იმდენად რთულ მდგომარეობაში ვართ, რომ რამ უნდა ვთქვა, დახმარება ვის უნდა ვთხოვო, ამაზეც ვერ ვფიქრობ. მთელი ღამეები ქმრის სუნთქვას განაბული ვისმენ, რათა დავრწმუნდე, რომ ნამდვილად სუნთქავს. სიმსივნე იმდენად დიდია, რომ გულზე აწვება და ჰორმონის საშუალებით სულ მცირე ჰაერს იღებს.

 

ჩვენი პატარა მხოლოდ 2 წლისაა და არ იცის, რა მძიმე მდგომარეობა გვაქვს ოჯახში. დიდსაც ვუმალავდით, მაგრამ ახლობლები რომ მოდიან, ან ტელეფონზე ვსაუბრობ ესმის, რა თქმა უნდა, მან იმ საშიშროების მთელი სიმძაფრის შესახებ არაფერი იცის, რაც შესაძლოა მოხდეს თუ თანხის მობილიზებას ვერ შევძლებთ.

 

 

7 წლის გოგონაა, ლოცვა სპეციალურად მამის დასახმარებლად ისწავლა. დილას და საღამოს ლოცულობს. ფილმებში უნახავს, რომ 112-ზე პატარები რეკავენ და საფრთხისგან მშობლებს ასე გადაარჩენს. ამ სცენის ნახვის შემდეგ, შთაგონებულმა წერილი დაწერა, სადაც მამის გადარჩენაში დახმარებას მთელი გულით ითხოვს. არ ვიცი, ვის გავუგზავნო და როგორ მივაგნო, ვინ მამას გადამირჩენსო, ცრემლიანი დიდი თვალებით მითხრა ჩემმა გოგომ.

 

სახლში დედამთილ-მამამთილი მყავს. რამდენიმე თვის წინ, დედამთილსაც ოპერაცია გავუკეთეთ, მასაც ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ყველაფერი გავყიდეთ, რაც გაგვაჩნდა. მამამთილის პენსიით ვარსებობთ. მე უმუშევარი ვარ, რა თქმა უნდა, ჩვენი შესაძლებლობებით ქმარს მხოლოდ მოვკლავთ, თორემ რას ვუშველით?!

 

 

ჯიუტად გვჯერა, რომ კეთილი ადამიანები არსებობენ, რომ ჩვენი ოჯახის გასაჭირს გულთან მიიტანენ. ვიცი, ჩვენს მსგავსად, რამდენი გაჭირვებულია, რამდენი ითხოვს და რამდენს ეხმარებიან. არც კი ვიცი, რა არგუმენტი უნდა მოვიყვანო, ჩვენ რატომ უნდა გამოგვიწოდონ დახმარების ხელი, მაგრამ მაინც ვითხოვ, ვემუდარები ყველას, ვისაც ეს შეუძლია…

 

საქართველოში ამ დიაგნოზს არ მკურნალობენ, ან თურქეთში უნდა წავიყავნოთ, ან ისრაელში, დღეს კლინიკებიდან პასუხებს ველოდებით და მეშინია თანხის იმ ციფრების ნახვა, რომელიც იქ ეწერება…

 

ჩემი პატარა გოგოები უბრძოლველად როგორ დავაობლო?! იქნებ კეთილი ადამიანების დახმარებით და ჩემი ნიას ლოცვით, უფალმა მისი გადარჩენა ინებოს?! მე კი სულ რაღაცის მეშინია, უსახსრობის, უყურადღებობის, სიკვდილის, საყვარელი ადამიანის დაკარგვის, რომელიც თავს იმდენად უხერხულად გრძნობს, რომ შესაძლოა, თავს რაღაც აუტეხოს”- ამბობს ანი მაისურაძე. 

 

 

 

დახმარების მსურველებმა გთხოვთ ნებისმიერი ოდენობის თანხა, თუნდაც 1 ლარი შემდეგ ანგარიშის ნომერზე გადარიცხოთ:

 

GE58BG0000000678225900 – საქართველოს ბანკი, მიმღები: ანი მაისურაძე 

 

GE09TB7352245064300019 – თიბისი ბანკი, მიმღები: ანი მაისურაძე 

 

წყარო: Primetime.ge

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

” ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?!” – კახა კალაძე

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ნაციონალური მოძრაობა ისეთ დღეშია ლევან ხაბეიშვილს იმსახურებს პარტიის თავმჯდომარედ_კახი კალაძე
მთავარი

ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის, სალომე ზურაბიშვილი ვის ემსახურება, ვისი გავლენის ქვეშ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის...

დაწვრილებითDetails

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა – რა წერია დადგენილებაში

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ბათუმის აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა
მთავარი

დღეიდან აბასთუმნის საჰაერო სივრცის გადაკვეთა აიკრძალა. ამის შესახებ „საქართველოს საჰაერო სივრცის სტრუქტურისა და დიზაინის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 9 თებერვლის დადგენილებაშია საუბარი. აღნიშნული დოკუმენტით ცვლილებები შევიდა 2018 წლის 28 დეკემბრის...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიოს ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 811 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.20%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 17 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6954 ლარი იყო. შესაბამისად,...

დაწვრილებითDetails

“ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, არის არჩევნები” – ზვიად შალამბერიძე

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
“ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, არის არჩევნები” – ზვიად შალამბერიძე
მთავარი

"ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, არის არჩევნები" - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ. "ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გზა, რომელმაც შეიძლება შეცვალოს ხელისუფლება, არის არჩევნები, რა თქმა უნდა, ამას ვამბობთ ყოველთვის...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა
მთავარი

საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,ქუთაისის აეროპორტში“ არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის...

დაწვრილებითDetails

სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე საკანცელარიო დანით დააზიანა

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
თბილისში,ლიფტში ნაპოვნი კაცი სავარაუდოდ მოკლულია
მთავარი

მარნეულში, №4 საჯარო სკოლაში სკოლაში თამაშის დროს ერთ-ერთმა ბავშვმა მოსწავლე შემთხვევით, საკანცელარიო დანით დააზიანა. დაშავებულ მოსწავლეს პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია არ ვრცელდება. მომხდართან დაკავშირებით...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
“ორი შვილის თვალწინ იარაღით მოკლა”-ახალგაზრდა კაცმა ყოფილი ცოლი და სიდედრი მოკლა
მთავარი

სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტების უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე 3 პირი დააკავა - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის...

დაწვრილებითDetails

გორში, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
გორში, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა
მთავარი

გორში, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს .  სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს...

დაწვრილებითDetails

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს

by მეგა TV
აპრილი 16, 2026
0
ბათუმის სასაფლაოზე კაცმა ყელი გამოიჭრა
მთავარი

ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავეს - ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს . შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"