მსოფლიოს ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ ნიშნულზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 811 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.20%-ით მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 79.73 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.31%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ოქროს ფასმა მოიმატა საქართველოშიც. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 430 ლარი ღირს, 750 სინჯის – 322 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 251 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.49 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.99 ლარი ღირს.










