წერილი ,,მთავარმა არხმა” მასშემდეგ გაასაჯაროვა, რაც ფიფიამ დაზარალებულ ოჯახს თავად უწოდა ,,თაღლითი” .
“თავი მეზიზღება, სიკვდილი მინდა, მაგრამ შენ გამო არ ვკვდები სამშაბათამდე. მართლა არა ხარ მართალი ჩემო მანანა, ჩემ წინაშე.
შენ მართლა არ იცი, რას ვგრძნობდი მე ლომბარდიდან რომ მოხვედი, ხმა არ ამოგიღია და ცხარე ცრემლით ტიროდი. მე შენს ცრემლებში წავიკითხე ასეთი რამ, ეს არ იყო ცრემლები გამოწვეული შენი პრობლემების გამო, ეს იყო ცრემლები იმისი, რომ მე არ დამჩეხავდნენ, არ მომკლავდნენ და არ გამაუბედურებდნენ საბოლოოდ. იმ მომენტში არ ვიცოდი რა მექნა, არ მინდოდა ამ ცრემლების ნახვა, მარტო ის შევძელი, რომ ცრემლები ვითომ მოგიწმინდე და მე ეს ყველაფერი რომ ჩემი თვალებით ვნახე სიკვდილი ვინატრე.
გუშინ ჩემი ცხოვრება შეიცვალა, თავიდან ბოლომდე და ჩემი ცხოვრება შენ შეცვალე და იცი როგორ. მე ხომ გამარჯვებამდე ნახევარი ნაბიჯი დამრჩა მაგრამ ჩემ მტრებს იცი ჩემი დამარცხება რატომ უნდათ? იმიტომ რომ ფეხზე დამდგარ ბესოს ვერაფერს წაართმევდნენ. ამიტომ ბევრს ეცადნენ, როგორმე ფეხზე დადგომამდე მიეღოთ გარანტირებული გარანტიები ჩემგან, რომ თანხებს დაურიგებდი, მაგრამ ვერ გაჯობეს, მე კი მაჯობეს, იმ ძალას ვერ აჯობეს, რომელიც მე აღმომაჩნდა და რომელსაც მანანა ჰქვია.
მანანა, მე 1000%-ით ვიცოდი, რომ დღეს ბაბუს ფულს ავიღებდი, ამიტომ გუშინ სანახევროდ გითხარი ჩემი უსაშველო პრობლემების შესახებ.
გუშინ რომ გავისტუმრე ის 1000 დოლარი, ვერ გაგიბედე, სინამდვილეში 1 500 იყო ვალი. გუშინ თან ვთხოვე ხვალ, ანუ დღეს მოგცემ დანარჩენსთქო, იცოდე არ გადაგვაგდოო, თორემ აღდგომას თვალებდახუჭული გატარებო.
მე არავინ მიმიღებს იმ ქვეყანაზე. მანო, თუ გაქვს შანსი, იმ ლომბარდში 500 დოლარი დამამატებინე, უნდა მივცე აუცილებლად. ჩემი თავი მეზიზღება ამ წუთას, მინდა მოვკვდე, მაგრამ მარტო შენ გამო მინდა ცხოვრება სამშაბათამდე”, – წერია წერილში, რომელიც ბესო ფიფიამ მანანა მოდებაძეს მიწერა.
როგორც მანანა მოდებაძის ოჯახი აცხადებს ბესო ფიფიამ მათ თაღლითური გზით დიდძალი ფული და ძვირფასეულობა გამოსძალა, რამაც მათი ცხოვრება მნიშვნელოვნად დააზარალა.
წერილი ,,მთავარმა არხმა” მასშემდეგ გაასაჯაროვა, რაც ფიფიამ დაზარალებულ ოჯახს თავად უწოდა ,,თაღლითი” .