ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას მოსამართლე, ლევან მურუსიძე გამოეხმაურა და თქვა, რომ მას არაფერი ჩაუდენია ისეთი, რაც მის მიმართ პერსონალური სანქციები დაწესების მიზეზი შეიძლება გახდეს.
პოლიტიკურ შეფასება არა, მაგრამ “ფორმულას” ჟურნალისტს ლექსი წაუკითხა:
“თუ დაწესდება სანქციები, მერე დამირეკეთ და პირადად მე რაც შემეხება მერე დამირეკეთ და გაგცემთ პასუხს.
კომენტარებს ვერ გავაკეთებ, მე ხომ მოსამართლე ვარ, ვიხილავ საქმეებს, პოლიტიკურ თემებზე არ შემიძლია გავაკეთო. არ ვარ საქმის კურსში, არ მეხება.
კომენტარს ვერ გავაკეთებ, ერთი ის არის, თქვენ პოეზია გიყვართ ზოგადად? ერთი ასეთი ლექსია:
არცა ვყოფილვარ ლაჩარი, არცა ვყოფილვარ მშიშარა, ცხოვრებამ მოხეტიალემ ბევრჯერაც მიშარა თვალამღვრეული დავდივარ მიშავდა არა მიშავრაო -გამიგეთ?
თუ ჩემზე იქნება პერსონალური სანქციები, შემდეგ გაგცემთ პასუხს.
მე მიმაჩნია ზოგადად, რომ არაფერი ისეთი არ ჩამიდენია, რომ ჩემზე პირადად რამე სანქციები იყოს. მე ვარ რიგითი მოსამართლე, ვიხილავ საქმეებს”,-უთხრა ლევან მურუსიძემ ფორმულას ჟურნალისტს.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ფორმულას ეთერში თქვა:
“ვერაფერს გამოვრიცხავთ. რა თქმა უნდა, შეიძლება გარკვეული მოსამართლეების მიმართ იყოს სანქციები, რომლებმაც არამართლზომიერი გადაწყვეტილებები მიიღეს. რა თქმა უნდა, ამაზე უნდა ვისაუბროთ, მაგრამ წინასწარ არ მინდა ამაზე რაღაც ვთქვა, დებატებში შევიდე. ბრიუსელში არის კომისია, დავსხდებით და ვისაუბრებთ”.