„თალიბანის“ წინააღმდეგ მებრძოლმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით ბაღლანის პროვინციაში სამი რაიონი: დეჰ სალეჰი, ბანო და პულ-ჰესარი დაიკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი ასეთი ბრძოლაა მას შემდეგ, რაც “თალიბანმა” ქაბული დაიკავა. ბანოში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად არიან მძიმედ დაშავებულები.
“ღმერთისა და მუჯაჰედების დახმარებით, სამი რაიონი გავათავისუფლეთ, ჩვენ წინ მივიწევთ. შემდეგი ხინჯანის რაიონია და ჩვენ სრულად გავწმენდთ ბაღლანის პროვინციას,” – აცხადებს ბენუს ყოფილი პოლიციის უფროსი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, “თალიბანის” წარმომადგენლებს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ.