63 წლის პოპ-დედოფალი მადონა და მისი შეყვარებული, 28 წლის მოცეკვავე, აჰლამალიკ უილიამსი ერთმანეთს დაშორდნენ. წყვილს 7 წლიანი ურთიერთობა აკავშირებდათ. დასავლური მედია ხშირად წერდა მათი სასიყვარულო კავშირის შესახებ და აცხადებდა, რომ მალე მათი სიყვარული ქორწინებით დასრულდებოდა. მადონა და აჰლამალიკი ერთად ცხოვრობდნენ, ხშირად მოგზაურობდნენ. პოპ-ვარსკვლავს შეყვარებულის ოჯახთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. უილიამსის მშობლები აცხადებდნენ, რომ ბედნიერები იყვნენ მათი რომანით, რადგან მადონა მათ ვაჟს უვლიდა და აბედნიერებდა.
რაც შეეხება დაშორების მიზეზს, დეტალები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ინსაიდერის განცხადებით, მათი კავშირი სულ უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდებოდა.