?? ავსტრიის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ღირსშესანიშნაობაში, წმინდა სტეფანეს ტაძარში (Stephansdom) ამცრელი პუნქტი მოეწყო, სადაც მოსახლეობას, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მისვლა და კორონა-ვირუსის წინააღმდეგ აცრა შეუძლია.
? მიუხედავად იმისა, რომ ავსტრიის მოსახლეობის 60%-ზე მეტი ერთი დოზით მაინც არის უკვე აცრილი, ქვეყანა ძალ-ღონეს არ იშურებს, როგორმე ყველა მსურველამდე მიიტანოს აცრის შესაძლებლობა. ამ მონდომებაში კი სახელმწიფოს ავსტრიის ეკლესიაც დაუზარებლად უწყობს ხელს.
⛪ კარდინალმა და ავსტრიის არქიეპისკოპოსმა, კრისტოფ შონბორნმა, ამცრელი პუნქტის გახსნის დროს ისიც თქვა, წმინდა სტეფანეს ტაძარი და ზოგადად ეკლესია ის სახლია, სადაც შემოსულმა შენს და შენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე და კარგად ყოფნაზე უნდა იფიქრო, ამიტომაც, უფლება მივეცით სახელმწიფოს, რომ ტაძარში ამცრელი პუნქტი განეთავსებინა, რადგან აცრა ერთადერთია, რასაც ჩვენი და ჩვენი საყვარელი ადამიანების ამ ვირუსისგან დაცვა შეუძლიაო.
? პირველ დღეს, ამცრელ პუნქტთან მსურველების იმხელა რიგი დამდგარა, რომ ავსტრიულ ჯანდაცვის სამინისტროს, მედ-პერსონალის დამატებითი ჯგუფები გაუშვია ვენის ცენტრისკენ.
წყარო: ,,ევროპის მოამბე”