ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან იმერეთში 61 დაფიქსირდა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამ ეტაპზე იმრეთის საავადმყოფოებში 710 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმე პაციენტია 179, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 25. რეგიონის კლინიკურ-სასტუმროებში 32, საკარანტინე სივრცეებში კი 9 ადამიანია მოთავსებული.
ამ ეტაპისთვის იმერეთში თვითიზოლაციაში იმყოფება 2 459 მოქალაქე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში საქართველოში 14 პაციენტი გარდაიცვალა, ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 ადამიანი.










