ჰაიტიზე ავტოცისტერნის აფეთქებას, სულ მცირე, 60 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მსხვერპლი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ამ დროისთვის ჩვენ 60 გარდაცვლილი აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა ქალაქ კაპ-ჰაიტიენის მერის მოადგილემ პატრიკ ალმონორმა, სადაც ტრაგედია მოხდა.
მისივე თქმით, აფეთქების ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება.
ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა არიელ ანრიმ განაცხადა, რომ საავადმყოფოებს, სადაც ათობით დაჭრილია ჰოსპიტალიზებული, დამატებით სახსრები სჭირდება. ამასთან დაკავშირებით ქალაქში საველე ჰოსპიტალებია განლაგებული.
ცნობისთვის, ჰაიტიზე ავტცისტერნა გუშინ აფეთქდა. როდესაც ცისტერნა გადატრიალდა, გამვლელებმა ამით ისარგებლეს და საკუთარი საწვავის ავზების შევსება სცადეს. სავარაუდოდ, ამის შემდეგ აფეთქება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. მეხანძრეებს ხანძრის ლოკალიზაციისთვის რამდენიმე საათი დასჭირდათ.
წყარო: report.ge










