LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“რეალურად, „ქოცს“ ახლა უნდა, ძლიერის პოზიციაში იყოს “- ლევან ხაბეიშვილი

6 თვის განმავლობაში მოხდა 2 860 საგზაო შემთხვევა, საგანგაშოა ლეტალობა – ეკა ლალიაშვილი

დაპოსტა 2025/09/01-ში
A A
50
ნახვა
გაზიარება

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში მოხდა 2 860 საგზაო შემთხვევა, დაშავდა 3 860 და დაიღუპა 216 პირი. აღნიშნული მონაცემები წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საკმაოდ გაზრდილია. განსაკუთრებით საგანგაშოა ლეტალობა, რომელიც 20%-ით არის გაზრდილი. უკვე მოთმინების დრო არ არის და აქტიურად უნდა ვიმოქმედოთ, რადგან, პრაქტიკულად, ჩვენ თვალწინ იღუპებიან მოქალაქეები და ამ დროს, ჩვენ ვიცით, რომ ამის პრევენცია შესაძლებელია, – ამის შესახებ ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა.

ეკა ლალიაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად ლეტალობისა და მძიმედ დაშავების შემცირების შესახებ ფინეთის მაგალითი მოიყვანა.

„შარშან, ფინეთმა მოახერხა ნულოვანი ლეტალობა, მთელი წლის განმავლობაში არცერთი ადამიანი არ დაღუპულა საგზაო შემთხვევებში, რაც არის ძალიან დიდი გამარჯვება არამხოლოდ ჰელსინკისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სჯერა, რომ ნულოვანი ხედვა გამართლებულია. შესაბამისად, ჩვენ საქართველოში შეიძლება ეს ერთ წელიწადში ვერ მოვახერხოთ, მაგრამ საგზაო შემთხვევებში დაღუპვის და მძიმედ დაშავების მაჩვენებელი ყოველწლიურად შეგვიძლია მკაფიოდ შევამციროთ. ფინეთში ეს შემთხვევით არ მომხდარა, მათ უსაფრთხო სისტემის მოდელი აქვთ, რაც გულისხმობს ყველა მიმართულებას – სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ადამიანის ცნობიერება, კანონმდებლობა და მისი აღსრულება, საგზაო შემთხვევის შედეგად მკურნალობა და ა.შ. ეს ყველაფერი ისე არის დარეგულირებული, რომ ადამიანური შეცდომები, რომელიც აღიარებულია, რომ დიახ, მოხდება გზებზე, იყოს მიტევებული“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს როლი, ასევე საზოგადოების.

„ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, საქართველოს ვალდებულება და თავის მიზანი აქვს, რომ 2025 წლისთვის 25%-ით შეამციროს მძიმე შედეგები, რაც უნდა შევადაროთ 2020 წლის მონაცემებს, ხოლო 2023 წლისთვის მთლიანობაში, 50%-ით უნდა შემცირდეს. ეს არის გაეროს მოქმედების დეკადა,რომლის მიზანი არის 10 წლის განმავლობაში 50%-ით შემცირდეს ლეტალობა და მძიმე დაზიანება და საქართველო არის ამის ნაწილი. შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ, რადგანაც შემცირების ნაცვლად, თვალსა და ხელს შუა, ვხედავთ,რომ მძიმე შემთხვევები იზრდება “, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების შესახებ არსებულ სტატისტიკაში ფიქსირებულია მხოლოდ ადამიანური შეცდომებით გამოწვეული შემთხვევები, როგორიცაა სიჩქარის გადაჭარბება, არასწორი მანევრირება, საპირისპირო ზოლში გადასვლა და სხვა. მაგრამ ასევე, უნდა არსებობდეს სტატისტიკა ინფრასტრუქტურის შესახებ.

„ჩვენ უნდა გვქონდეს სტატისტიკა, რომელიც გვეტყვის, ინფრასტრუქტურის ხარვეზის გამო ან სატრანსპორტო საშუალების გაუმართაობის გამო მოხდა შემთხვევები ან ეს იყო კომბინირებული შემთხვევები. ჩვენ უნდა გვქონდეს მთლიანი სურათი და არა მხოლოდ ადამიანურ შეცდომებზე დაფუძნებული. შესაბამისად, სახელმწიფოს გაუადვილდება მიზანმიმართულად ებრძოლოს შავ წერტილებს იმ დროს, როდესაც გვაქვს მთლიანი მიზეზები, გაატაროს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუშლის საგზაო შემთხვევის შემცირებას. ყველა გატარებული რეფორმა პირდაპირ კავშირში უნდა იყოს შედეგებთან, სხვა შემთხვევაში, არცერთი ჯარიმის გაზრდას, არცერთ საკანონმდებლო ცვლილებას მნიშვნელობა არ აქვს, თუ მან შედეგი არ მოგვიტანა“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი შეიძლება მოგიწიოს ვინმესთან მნიშვნელოვანი საუბარი ან პოზიციის დაფიქსირება. ემოციურად ნუ იჩქარებ, განსაკუთრებით საღამოს. კარიერულად კარგი დღეა კონკრეტული მოქმედებისთვის.   კურო კარგი დღეა პრაქტიკული საქმეების დასალაგებლად, გეგმების შესაცვლელად და ისეთი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.   ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.   თბილისის დროით 00:10-ზე, ბიძგები ნინოწმინდაში, სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.   მიწისძვრის სიმძლავრემ 3 მაგნიტუდა შეადგინა.

დაწვრილებითDetails

13 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 13, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +16, +21°, დღისით +28, +33°; მთაში ღამით +12, +17°,...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

ქუთაისში ბუხაიძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის მერვე სართულიდან მამაკაცი გადმოვარდა. როგორც ,,მეგა ტვ"-ს წყარო უყვება მერვე სართულის აივანი ჩამოიშალა, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე...

დაწვრილებითDetails

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელიც მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დააკავეს
მთავარი

50 000 საპატიმრო გირაო შეუფარდეს ექიმს, რომელსაც ხელბორკილები მოქალაქის ბებიისთვის გამოწერილი რეცეპტის გამო დაადეს - გააწყვეტილება თელავის სასამართლოში სულ ცოტა ხნის წინ გამოაცხადდა.   მედიკოსი მაია კოხტაშვილი, დღეს სასამართლოზე ამბობდა...

დაწვრილებითDetails

გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი
მთავარი

მწუხარებით ვიუწყებით, რომ გარდაიცვალა კომპოზიტორი მზია ჯინჭველაშვილი - ინფორმაცას სოციალურ ქსელში მიშა შენგელია ავრცელებს. "ქალბატონი მზია იყო გამორჩეული ნიჭისა და ბუნების ადამიანი, რომლის შემოქმედებაც ჩვენი ქალაქის სიყვარულითა და პატივისცემით იყო გაჟღენთილი.იგი...

დაწვრილებითDetails

საქართველოში უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 33 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
მთავარი

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 59 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და...

დაწვრილებითDetails

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შსს განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
მე-8 კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მთავარი

ბათუმში, ზღვაში ახალგაზრდა ქალის, კესო დეკანოსიძის ცხედრის პოვნის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების განმარტებით, გამოძიებით დგინდება, რომ საქმე თვითმკვლელობას ეხება. შსს ვიდეო-მტკიცებულებასაც აქვეყნებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია...

დაწვრილებითDetails

ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
ძალიან გთხოვთ რა, ძალიან ცუდად ვარ – დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახის პირველი კომენტარი
მთავარი

17 წლის მოზარდის მკვლელობა ხუდადოვზე - დაკავებული არასრულწლოვანის ოჯახი სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონიძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას ეთანხმება. დღეს,ს ხდომის შემდეგ ბრალდებულის ბებიას კითხვები მედიის წარმომადგენლებმა დაუსვეს. ქალმა საუბარი არ ისურვა,...

დაწვრილებითDetails

პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“

by მეგა TV
სექტემბერი 12, 2026
0
პროკურორი: მკვლელობის დროს არასრულწლოვანი 17 წლის ბიჭს მიმართავდა სიტყვებით – „მიიღე ის, რაც გინდოდა“
მთავარი

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობის თვითმხილველია ბრალდებული არასრულწლოვანის მეგობარია - როგოროც საქმის პროკურორი, ქეთი სონიძე აცხადებს, სწორედ მან დაინახა, როგორ დაარტყა დანა დაკავებულმა გარდაცვლილს და უთხრა "მიიღე ის, რაც გინდოდაო"....

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"