LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 26, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

5G ტექნოლოგიას მალე დავნერგავთ, რადგან ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზა ახალი თაობის ინტერნეტ ტექნოლოგიებზე გადის – კომუნიკაციების კომისია

დაპოსტა 2020/04/16-ში
104
ნახვა
გაზიარება

კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს, რომ 2020 წელს ქვეყანამ 5G ინტერნეტის გამოყენება დაიწყოს. ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს.

უწყების განცხადებით, 21-ე საუკუნეში, როდესაც ვითარდება და ინერგება ინოვაციური ტექნოლოგიები, უმნიშვნელოვანესია ამ გამოწვევებს ეფექტურად ვუპასუხოთ, ვინაიდან 5G ინტერნეტი, აუცილებელი წინაპირობაა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებისთვის, როგორიცაა ეკონომიკა, ჯანდაცვა, განათლება, ბიზნესი და სხვა.

„მეხუთე თაობის ინტერნეტის დასანერგად კომისიამ მასშტაბური სამუშაო უკვე ჩაატარა, უახლოეს მომავალში კი 5G ქსელისა და მომსახურებებისთვის საჭირო სიხშირული სპექტრის გასაცემად აუქციონი ჩატარდება, რომლის ფარგლებშიც, კომისია კომპანიებისთვის გარკვეული ვალდებულებების ნუსხას განსაზღვრავს, სატელეკომუნიკაციო კომპანიები კი 5G ტექნოლოგიისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას გამართავენ.

ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის პარალელურად, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ 5G ინტერნეტი ადამიანების ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. გამომდინარე იქედან, რომ FAKE NEWS-მა საზოგადოების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანა, თემაზე განმარტება დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19 5G მობილური ქსელით არ ვრცელდება.

გარდა ამისა, განმარტება ამ თემაზე არაერთხელ აქვს გაკეთებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას, რომელიც მიიჩნევს, რომ რადიოსიხშირული ველები და კონკრეტულად 5G ტექნოლოგია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენას არ ახდენს. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რადიოსპექტრის შესახებ ჩატარებული კვლევებით, 5G ტექნოლოგიის გამოყენება, ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.

კვალიფიციური და ავტორიტეტული ორგანიზაციების განმარტებების გარდა, კომუნიკაციების კომისია აუცილებლად მიიჩნევს, რომ საზოგადოებას მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია რამდენად საჭირო და რა სიკეთის მომტანია 5G ტექნოლოგია.

მსოფლიო მასშტაბით, ტექნოლოგიების განვითარების უმთავრესი გზა მე-5 თაობის ინტერნეტზე გადის. შესაბამისად, 5G ტექნოლოგიას მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ქვეყნისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებაში. 5G წარმოადგენს უსადენო ინტერნეტ ტექნოლოგიის ახალ თაობას, რომელიც უკვე არსებული ტექნოლოგიებისგან განსხვავებით, მომხმარებელს უფრო სწრაფი ნავიგაციის და ისეთი მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც წინა ტექნოლოგიების პირობებში არ იყო შესაძლებელი. 5G-ის მიერ შეთავაზებული კავშირის სიჩქარე და ხარისხი მოიცავს ახალი, ინოვაციური მომსახურებების ძალიან ფართო და მნიშვნელოვან პოტენციალს, როგორც ზემოთ ჩამოთვლილი სფეროებისა და ინდუსტრიისთვის, და რაც ყველაზე მთავარია – საზოგადოებისთვის.
5G უკვე გამოიყენება და მასზე დაფუძნებული მრავალი მომსახურების ტესტირება მიმდინარეობს მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, ჯანდაცვის, სოფლის მეურნებობის და სატრანსპორტო სფეროებში. მაგალითად, სატესტო რეჟიმში, უკვე მუშაობს „ჭკვიანი სასწრაფო დახმარება“, რომელიც იკვლევს, როგორ შეიძლება პაციენტების მკურნალობა გადაუდებელი დახმარების ფარგლებში, საავადმყოფოს პერსონალთან, პარამედიკოსების მეშვეობით.

5G ტექნოლოგია აგრეთვე გამოიყენება სოფლის მეურნეობაში. ამის ერთ-ერთი მაგალითია ავტონომიური მიწათმოქმედების დანადგარები, რომლებიც მიწას ამოწმებენ ვიდეო სენსორის გამოყენებით და სასუქსა და პესტიციდს იყენებენ ზუსტად იქ, სადაც – საჭიროა. 5G-ის გამოყენება ხელს უწყობს, როგორც რესურსების დაზოგვას, ისე – ეფექტიანობის ამაღლებას, მათ შორის, სატრანსპორტო სფეროში. სატრანსპორტო ქსელებს, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და სხვა საჯარო ორგანოებს, 5G-ის გამოყენება შეუძლიათ ისეთი საზოგადოებრივი მომსახურებების გასაუმჯობესებლად, როგორიცაა პარკირება, საავტომობილო მოძრაობის მართვა და გარე განათება.
ამას გრადა მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო გამოწვევას, რომელსაც COVID-19 ჰქვია, ის ქვეყნები სადაც 5G ტექნოლოგია უკვე მუშაობს ყველაზე ეფექტურად გაუმკლავდნენ, სწორედ ახალი თაობის ტექნოლოგიის გამოყენებით.

სამხრეთ კორეაში, 5G ეფექტურად გამოიყენეს, რათა ზუსტად დაედგინათ ინფექციის გავრცელების არეალები და ე.წ. კლასტერები. მსგავს მიდგომას იყენებს ისრაელიც, სწორედ აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით ხდება საკარანტინე ზონების გაკონტროლება, რომ არ მოხდეს მათი თვითნებური დატოვება. ტაივანიც ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც 5G ტექნოლოგია COVID-19-თან ბრძოლაში ეფექტურად გამოიყენა. ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით, ნათლად ჩანს, რომ სწორედ ეს ქვყენები საკმაოდ წარმატებით გაუმკლავდნენ ინფექციის ზრდის ტემპის დასტაბილურებას და ინფექციის კერების ლოკალიზებას.

ყველა იმ სიკეთის გათვალისწინებით, რომელიც 5G ტექნოლოგიას შეუძლია მოუტანოს ქვეყანას კომუნიკაციების კომისია აქტიურად აგრძელებს მუშაობას ახალი თაობის ინტერნეტის დანერგვის მიმართულებით. პრინციპულად მნიშვნელოვანია ეფექტურად ვუპასუხოთ თანამედროვე გამოწვევებს და წამყვან ქვეყნებთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების დანერგვაში მოწინავე ადგილი გვეკავოს, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.

გაზიარება42

დაკავშირებული -პოსტები

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
12
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. მცენარეული ცხიმებს ბოლო წლებში სისტემატურად ამოწმებენ. დარღვევები ყველაზე...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
281
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
212
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
255
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

Picot-ის ბავშვთა კვების შესახებ სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
15
მთავარი

Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე”

იანვარი 26, 2026
3.2k
მთავარი

ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში გარდაიცვალა. შორენა ტურაბელიძე წლების მანძილზე ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ქალი სიმსივნეს ებრძოდა.  1 თვის წინ ის ქუთაისში დააბრუნეს, სადაც 19 იანვარს გარდაიცვალა. "დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის...

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

იანვარი 26, 2026
61
მთავარი

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
1.2k
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.6k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails

გერმანიაში საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს

იანვარი 24, 2026
314
მთავარი

გერმანიაში, ქალაქ დუისბურგში, საქართველოს მოქალაქე ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია "PRESSPORTAL" ავრცელებს. დუისბურგში გერმანიის პოლიციის თანამშრომლებმა 38 წლის ქართველი მამაკაცი დააკავეს. მამაკაცი რომელზეც ძარცვისთვის დაკავების ორდერი წინასწარ იქნა გაცემული, ქუჩაში შემოწმების დროს...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».