თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ადგილები თავისუფლდება.
“საგანგაშო სიტუაცია არ არის. მაქსიმალურად თუ გავუფრთხილდებით ერთმანეთს, ვფიქრობ, არ უნდა დაგვჭირდეს რაღაც განსაკუთრებულად მძიმე ღონისძიებების გატარება. შემიძლია გითხრათ, რომ ბ. მიღებული პაციენტების რაოდენობა აღარ არის ისეთი, რომ ვთქვათ, რაღაც ძალიან მძიმე დატვირთვა იყოს კლინიკისთვის. ჩვენთან თავისუფალი ადგილებიც არის, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ მოვლენების ამგვარად განვითარების შემთხვევაში, ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა შესუსტდება. ამასთან, აქტიურად მუშაობენ კოვიდსასტუმროები, რაც ძალიან გვეხმარება კლინიკებს, რომ ვმართოთ დაავადება” – აცხადებს კლინიკის დირექტორი ლევან გოფოძე.