LIVE TV
კვირა, დეკემბერი 14, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“ეს დღეც დადგა და მასთან ერთად პარადიგმის ცვლილების დროც” – ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი რექტორმა დატოვა

დაპოსტა 2019/10/02-ში
136
ნახვა
გაზიარება

თემურ მურღულიამ, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობას ასრულებდა და ამავდროულად საუნივერსიტეტო კომპლექსის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი იყო, უნივერსიტეტის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

მურღულიას თქმით, მის ფუნქციას მეცნიერი ალეკო თევზაძე შეასრულებს.

“მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“პირველი ოქტომბერი კარგი დღეა პარადიგმის ცვლილებისთვის. 2012-ში, ამ დღის შემდეგ ძალიან ბევრ ადამიანს მიეცა საშუალება ცხოვრება პრაქტიკულად თავიდან დაეწყო. ვინ გამოიყენა და ვინ არა, ეს რთული, მაგრამ მაინც მეორე საკითხია. 2019-ის პირველი ოქტომბერი პირადად ჩემთვის ასევე მნიშვნელოვან დღედ დარჩება – პარადიგმის კიდევ ერთ ცვლილებად. ვფიქრობ, რომ ძველ ფორმატში ნაკლებად დარჩა ჩემთვის საინტერესო მიზნები და ამოცანები, ამიტომ გადავწყვიტე ახალი ფორმატის შექმნა, სადაც:

1. მექნება საშუალება მეტი ყურადღება დავუთმო ჩემს ოჯახს, რომლისთვისაც თანაბრად არ მეცალა არც ოპოზიციაში და არც საჯარო სამსახურში ყოფნისას;

2. გავაგრძელებ ჩემი ოცნების პროექტს, ახალ დისციპლინას, რომელსაც ინგლისურად Develometrics ჰქვია. მისი მთავარი ამოცანაა ნებისმიერი სირთულის სისტემების განვითარების ხარისხის შეფასება. ქართული რეალობისთვის ეს ალბათ განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია – პროცესის და პროგრესის მნიშვნელობათა აღრევა, რომელიც 2004 წლის მერე დაიწყო, ბოლომდე ჯერაც ვერ გამოსწორდა და როცა წასულ პრემიერ-მინისტრს გულწრფელად სჯერა, რომ ქვეყანას განვითარების ჩარჩო დაუტოვა, აშკარაა რომ ამ კუთხით სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია;

3. ვიმუშავებ საუკეთესო მმართველობის იმ საკითხებზე, რომლებიც ყურადღების მიღმა დამრჩა საჯარო სამსახურში ყოფნისას. არაერთხელ მითქვამს, რომ კარგი ხელისუფლება მხოლოდ აქტიურ საზოგადოებას ჰყავს – მთავარია მას ესმოდეს ხელისუფლებასთან ეფექტური კომუნიკაციის გზები და ყველაფერი მხოლოდ უკმაყოფილების დემონსტირებით არ შემოიფარგლებოდეს;

4. ვაპირებ ყურადღება დავუთმო ჩემთვის ძალიან მნიშნელოვან პრობლემას – სახელმწიფო მოხელეთა უსაფუძვლო ბულინგს და დისკრედიტაციას. სწორედ 2012-ის შემდეგ იმ ძალებმა, რომლებიც არასოდეს დაინტერესებულან საზოგადოების აზრით, დაიწყეს ახალი სახელმწიფო მოხელეების დისკრედიტაციის მასშტაბური კამპანია. იმ ფონზე, როცა ვისაც ამაზე პასუხი უნდა გაეცა, ეს ან არ, ან ვერ გააკეთა, ჩვენ მივიღეთ საზოგადოების ძალიან ნეგატიური დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, ვისაც მნიშვმნელოვანი წვლილი მიუძღის საჯარო სამსახურის წარმატებებში.

ძალიან გამიხარდა, რომ ახალმა პრემიერმა საკვანძოთა შორის ეს პრობლემაც დაასახელა და იმედი გამიჩნდა, რომ ცვლილებებიც იქნება. მაგრამ, რადგან თავად სახელმწიფო მოხელეებს გარკვეული შეზღუდვები არ აძლევს საშუალებას სათანადო პასუხი გასცენ ყველა ინსინუაციას, აუცილებელია ამის ალტერნატიული ფორმის მოძიება;

+1. ვგეგმავ, საბოლოო წარმატებამდე მივიყვანო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სასამართლო დავა, რომელზეც ცალკე და დეტალურად ვისაუბრებ.

ამასთან არც ერთ ზემოთ ჩამოთვლილ ქმედებაში არ ვგეგმავ, არ ვაპირებ და არც არასდროს განვიხილავ იმ ძალებთან არა თუ თანამშრომლობას, არამედ რაიმე ფორმით თანაკვეთას, ვინც 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართულმა საზოგადოებამ წარმატებით გააპანღურა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარკვეულ უბნებზე მაინც შემოჟონეს.

აქვე მინდა იმ ადამიანებს, ვინც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩემი საქმიანობის შესახებ მეკითხებოდა, ვუთხრა – მიმდინარე წლის 27 ივლისს მივმართე განათლების მინისტრს, რომ მომხდარიყო აკადემიური რექტორის კანდიდატურაზე ჩამოყალიბება.

მას შემდეგ, რაც ეს პროცესი წარმატებით დასრულდა და გადაწყდა, რომ ამ ფუნქციას ნამდვილად კარგი მეცნიერი, ალეკო თევზაძე შეასრულებს, სექტემბერში კიდევ ერთხელ მივმართე 1 ოქტომბრიდან გადადგომის შესახებ. ჩემს მიერ გაწეული სამუშაოები ანგარიშის ფორმით, ამ განცხადებებშია და დაინტერესებული პირი უპრობლემოდ მოიძიებს. შესაბამისად, ეს დღეც დადგა და მასთან ერთად პარადიგმის ცვლილების დროც” – წერს მურღულია სოციალურ ქსელში.

თეგები: ალეკო თევზაძეთემურ მურგულიაქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტი
გაზიარება75

დაკავშირებული -პოსტები

ხონი-ქუთაისის გზაზე ავარია მოხდა

დეკემბერი 14, 2025
2.7k
მთავარი

"მეგა Tv " -ის ინფორმაციით ხონი -ქუთაისის გზაზე, სოფ. კუხში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ადგილზე პოლიციის და სასწარაფო დახმარების ბრიგადები იყო  მობილიზებული. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ცნობილი არაა. ერთ-ერთი მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.

დაწვრილებითDetails

პატრიარქი წერილს აქვეყნებს

დეკემბერი 13, 2025
425
მთავარი

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩრდილოეთ ამერიკის სამრევლოს წმინდა ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძრის გახსნას ულოცავს. აღნიშნულთან დაკავშირებით საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში უწმინდესის მილოცვის ტექსტს ავრცელებს. „სულ რამდენიმე თვის...

დაწვრილებითDetails

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”- რეჯეფ თაიფ ერდოღანი

დეკემბერი 13, 2025
41
მთავარი

“რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. რეჯეფ თაიფ ერდოღანის ცნობით, თურქმენეთში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე „უკრაინაში მიმდინარე ომის და...

დაწვრილებითDetails

თაღლითობის ბრალდებით საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეები დააკავეს

დეკემბერი 13, 2025
284
მთავარი

საქართველოს ორი მოქალაქის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ბრალდებით, მას შემდეგ, რაც მათ პოლონური კომპანიის მონაცემები გამოიყენეს სიბიუში მდებარე კომპანიასთან სატრანსპორტო კონტრაქტის გასაფორმებლად, რამაც 1,000,000 ევროს ოდენობის ზიანი გამოიწვია.- ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

2026 წელს ვის ელის დიდი კარიერული წინსვლა — წლის სამი მთავარი ფავორიტი

დეკემბერი 13, 2025
99
მთავარი

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ნიშანს ეძლევა განვითარების შანსი, სამი ზოდიაქო განსაკუთრებულად გამოიკვეთება — 2026-ში მათი კარიერული ცხოვრება ახალ საფეხურზე გადადის. ვერძი — ლიდერის სტატუსის გამყარება 2026 წელი ვერძისთვის აქტიური მოქმედებების,...

დაწვრილებითDetails

2026 წლის ზამთრის პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

დეკემბერი 13, 2025
60
მთავარი

 ვერძი (21 მარტ – 19 აპრილი) ზამთარი ვერძებისთვის ენერგიული და აქტიური პერიოდი იქნება. დეკემბერში შესაძლოა წინ აღუდგეთ რამდენიმე ახალ დავალებას, რომლებიც თავდაპირველად გამოწვევად მოგეჩვენებათ, თუმცა იანვარში შედეგები სასიამოვნოდ გაოცებთ. ურთიერთობებში...

დაწვრილებითDetails

რა ფერის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე, რომ ფინანსური იღბალი გვქონდეს

დეკემბერი 13, 2025
60
მთავარი

წლის ბოლო ყოველთვის განსაკუთრებულად მაგიურ პერიოდად მიიჩნევა. სწორი ფერების შერჩევით კი, ტრადიციის მიხედვით, მომავალ წელს წარმატების, სიუხვისა და ფინანსური წინსვლის ენერგიას ვივარჯიშებთ.2026 8-ის ვიბრაციაა — ეს ვიბრაცია დაკავშირებულია ფულთან, ძალოვან პოზიციასთან, სერიოზულ...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და გორში საერთაშორისო სტანდარტების სტადიონების პროექტირება იწყება

დეკემბერი 13, 2025
14
მთავარი

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გორისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონების პროექტირებას იწყებს. სამინისტროს ინფორმაციით, გორში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე დაგეგმილია 8000 მაყურებელზე გათვლილი, უეფას IV კატეგორიის ახალი...

დაწვრილებითDetails

ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი ოფიციალურად გახდა

დეკემბერი 13, 2025
75
მთავარი

LaGazzetta.ge-ს ინფორმაციით,ოფიციალურად, ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილი გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდა. რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი საქართველოში გამოგზავნილია და რამდენიმე დღეში ლეგედარულ მოჭადრაკეს ოფიციალურად გადაეცემა. “ჭადრაკის დედოფალს” გინესის რეკორდსმენის ტიტული 1978 წელს...

დაწვრილებითDetails

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა

დეკემბერი 13, 2025
7
მთავარი

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».