დალი ყუფარაძე და გულიზარ პაპავა 50 წელი ემსახურნენ სკოლამდელი აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს. ისინი დღესაც რუდუნებითა და სიყვარულით აზიარებენ პატარებს ცოდნის სამყაროს.
ხონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ მანანა გოფოძემ და ა(ა)იპ ხონის გაერთიანებული ბაგა-ბაღების ხელმძღვანელმა ხათუნა ბახტაძემ ქალაქის მე-2 საბავშვო ბაღის ღვაწლმოსილ პედაგოგებს დალი ყუფარაძესა და გულიზარ პაპავას მოღვაწეობის საიუბილეო თარიღი მიულოცეს , სიგელები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს მრავალწლიანი ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის.










