,,უკრაინელი ბიჭებია, ჩეხეთში მცხოვრებნი, ზოგი მაღალი ტექნოლოგიების საუკეთესო სპეციალისტი, ზოგი მშენებლობაზე მომუშავე, ზოგი სად და ზოგი სად.
ასე თუ ისე ოჯახებს არჩენდნენ საკმაოდ კარგად, მშვიდად ცხოვრობდნენ და მომავალს მშვიდ ფერებში აღიქვამნენ, რუს-ორკთა მიერ ომის გამოცხადებისთანავე, ჯერ მიტინგი ჩაატარეს ვაცლავის პროსპექტზე , შემდეგ სამსახურებიდან განთავისუფლდნენ და თავის მიწას დაუბრუნდნენ.
რა დროს კეთილდღეობაა , როცა ბრძოლით გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანაო . ყველა პრობის შექმნა აღუთქვეს აქ, ოჯახების ჩამოსაყვანიც , საბუთების მოსაწესრიგებელიც, დასაბინავებელიც ( ვისაც ეს სჭირდებოდა) არ გაჩერდნენ, 50 ავტობუსი გავიდა პრაღიდან უკრაინისაკენ გუშინ და დღესაც და კიდევ მიდიან და მიდიან…..
ვერ დაამარცხებენ ასეთი ერის ამდაგვარ შვილებს, ვერ დაამარცხებენ მთელი საორკეთიც რომ შეესიოს.”-წერს ეკა დარჩია სოციალურ ქსელში.










