LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ

დაპოსტა 2020/02/05-ში
A A
535
ნახვა
გაზიარება

დღეს წიგნის კითხვის საერთაშორისი დღე აღინიშნება. “მეგა ტვ”  წარმოგიდგენთ 5 აუცილებლად წასაკითხი 5 წიგნს.

  1. ენტონი ბერჯესი – „მექანიკური ფორთოხალი“

ინგლისელი მწერლის, ენტონი ბერჯესის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული რომანი „მექანიკური ფორთოხალი“, რომელიც 1962 წელს გამოჩნდა ინგლისის წიგნის ბაზარზე. ეს არის არასრულწლოვანი კანონდამრღვევის მიერ პირველ პირში მოთხრობილი ამბავი, რომელიც პირქუშ სინამდვილეში ვითარდება. ამბავი იმისა, თუ როგორ გადის არასრულწლოვანი დამნაშავე სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებულ გამოსასწორებელ ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას. ამბავი ერთი მელომანი სადისტისა, რომელიც ძალადობის ინსტინქტის ჩასახშობად გამიზნული, არანაკლებ სადისტური მეცნიერული ექსპერიმენტის მსხვერპლი გახდა. გადაღებულია ფილმად, რამოდენიმე ვერსია. მათ შორის ყველაზე კარგ ეკრანიზაციად ითვლება ინლისელი საკულტო რეჟისორის, სტენლი კუბრიკის ქმნილება, რომელმაც აღნიშნა, „გავა დრო, ჩემი ფილმი შექმნილი ფილმი ბევრს დაავიწყდება, მაგრამ ენტონი ბერჯესის რომანი სამუდამოდ დარჩება როგორც მსოფლიო ლიტერატურის განძი“.

  1. ლორან გოდე – „სკორტების მზე“

ლორან გოდე თანამედროვე ფრანგი მწერალია  (დ. 1972), მისი „სკორტების მზე“ კი უკვე 34 ენაზე თარგმნილი დაგონკურის პრემიის (2004) მფლობელი რომანი. „სკორტების მზე“ ოჯახური საგაა – მასკალზონე-სკორტების რამდენიმე თაობის ისტორიას გვიამბობს და თან ცხოვრების ამაოებაზე გვაფიქრებს. ეს სხარტად, ყოველგვარი გაწელვის გარეშემოთხრობილი ისტორია მკითხველს არ მოაწყენს. სამხრეთული ფერები, მზე და მზის შვილები, იტალიელების ნათლადგამოხატული მენტალიტეტი… მთავარი გმირები  ცხოვრების მიზანს ეძებენ, საკუთარ ბედისწერას თვალს თამამად უსწორებენ და მიზნისკენ მათი წინაპრის ვირივით ჯიუტად მიიწევენ; სიცოცხლის ბოლოს რუტინული ცხოვრების გზაზე გამონათებულ, ყველაზე ბედნიერ დღეს იხსენებენ და მემკვიდრეებს მთავარ მესიჯს უტოვებენ – ყველაზე მნიშვნელოვან ცოდნას, რაც საკუთარი გამოცდილებით ისწავლეს.

  1. ორჰან ფამუქი – „უმანკოების მუზეუმი“

„უმანკოების მუზეუმი“ თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის რომანია, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. 30 წლის ქემალისა და 18 წლის ფუსუნის სიყვარულის ისტორია ძირითადად 1970-80-იან წლებში ვითარდება. როგორც მწერლის თითქმის ყველა წიგნში, აქაც ერთ-ერთი გმირი სტამბოლია – ევროპული ყაიდის პროსპექტებით და აზიური ქალაქის ჩიხებით, დიდებული მეჩეთებითა და ღარიბთა უბადრუკი უბნებით.

ფამუქი სამშობლოში თავისი შეხედულების გამო სომხების გენოციდთან დაკავშირებით წინააღმდეგობით აღსავსე პერსონაა.

  1. ელიფ შაფაქი – “ღირსება“

მდინარე ევფრატის პირას მდებარე, მიყრუებული სოფლიდან დედოფლის ლონდონამდე გზა ცრემლით, ტკივილითა და იმედით არის სავსე. ისინი გაექცნენ სამშობლოს, საკუთარ თავს კი – ვერა. რომანი ერთი ოჯახის ამბავს მოგვითხრობს, რამდენიმე თაობის დიდ თავგადასავალს. ერთდროულად, უდაბნოს მწველი მზის ქვეშ და ინგლისის ნისლში კრიმინალური, რომანტიკული, ყოფითი, მაგიური დრამა თამაშდება, სადაც ყველა დამნაშავეა და ყველა – მსხვერპლი. ელიფ შაფაქი – აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაგასაყარზე მდგარი მწერალი – ორი სამყაროს ერთობასა და უცხოობაზე და იმ გულზე, რომელიც ყველაზე ულმობელ სახალხო სამართალს, წეს-განგებას, ტრადიციას, სირცხვილსაც კი არ უშინდება, როცა სიყვარულით ფეთქავს.

  1. აიზეკ აზიმოვი – „მე რობოტი“

წიგნის ისტორია 2000-იან წლებში ვითარდება. ამრიგად, ის წარმოადგენს ალტერნატიულ ისტორიას, სადაც რობოტექნიკის სამი კანონი მეფობს, ხელოვნური ადამიანები ჩვენ შორის არიან და ჩვენ გვერდით შრომობენ. მათი ნამდვილი ადამიანებისგან გარჩევა სულ უფრო რთული ხდება, ზოგჯერ კი ჩნდება კაცობრიობისთვის ეგზისტენციური კითხვა, რამდენი ხანი დავრჩებით ჩვენი ქმნილებების მმართველნი?

 

გიგა ლელაძე

თეგები: მე რობოტიმექანიკური ფორთოხალისკორტების მზეუმანკოების მუზეუმიღირსება
გაზიარება219

დაკავშირებული -პოსტები

წყალტუბოში მწვანე ნარჩენების მართვისთვის კომპოსტირების საწარმო იქმნება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
წყალტუბოში მწვანე ნარჩენების მართვისთვის კომპოსტირების საწარმო იქმნება
მთავარი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში (2160 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი: 29.07.35.068) მწვანე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს კომპოსტირების საწარმოს მოწყობას, რომელიც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იმუშავებს და ხელს...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავი ისევ ძვირდება. ბოლო ორ კვირაში ფასი 5-დან 50 თეთრამდეც კი გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები შეფერხებულია. ეს მაშინ, როდესაც მსოფლიო ნავთობის...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 425 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 2.63%-ით კლებას წარმოადგენს. რაც შეეხება ვერცხლს,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 27 მარტისთვის

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7066 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7066 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7075 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
პროკურატურა შეუვალი იქნება – გიგა ავალიანის საქმის პროკურორი
მთავარი

ჩვენს მიერ გამოძიებული საქმე არის საფუძველი, მომავალში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგომად , - ამის შესახებ გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის პროკურორმა, ქეთევან სონიძემ განაცხადა. მისი თქმით, გარდაცვლილი მასწავლებლის დედამ, მოსამართლესთან მკაცრი პოზიცია...

დაწვრილებითDetails

“აღდგომის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს”- ბექა გონაშვილი

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
“აღდგომის შემდეგ საქონლის ხორცი შესაძლოა, კიდევ გაძვირდეს”-  ბექა გონაშვილი
მთავარი

„საქონლის ხორცზე ფასების ზრდა უფრო მეტად აღდგომის შემდეგაა მოსალოდნელი“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“„აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა ბექა გონაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ფასზე ზეგავლენას ქვეყანაში არსებული ნედლეულის დეფიციტი...

დაწვრილებითDetails

ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
ანა ჯაფარიძე პარა ტაეკვონდოში თურქეთის ღია ტურნირის გამარჯვებულია
მთავარი

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე. ანა ჯაფარიძე(-52კგ) ტურნირის გამარჯვებულია , მან ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა. ჯამში ქართველებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს....

დაწვრილებითDetails

თქვენი ბოროტი საქციელის გამო, ვერ დავემშვიდობე ჩემს უწმინდესს- პაატა ბურჭულაძე

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
მთავარი

თუ თქვენი მიზანი იყო ჩემთვის ტკივილის მოყენება, გილოცავთ, თქვენ ამას მიაღწიეთ – ამ სიტყვებით მიმარტა სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა მსოფლიო ბანმა, პაატა ბურჭულაძემ საქმის პროკურორებს. ყოველდღე ველოდები, რომ მორჩება ეს...

დაწვრილებითDetails

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე

by მეგა TV
მარტი 26, 2026
0
საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე
მთავარი

საქართველოს პარა ტაეკვონდოს ნაკრების წარმატება თურქეთის ღია სარეიტინგო ტურნირზე. სპორტსმენები ტურნირზე სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ. ქართველებმა ტურნირზე სამი მედალი მოიპოვეს ანა ჯაფარიძე(-52კგ) ტურნირის გამარჯვებულია , მან ფინალში მოქმედი პარალიმპიური ჩემპიონი...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია ჩატარდება

by თამარა ქავთარაძე
მარტი 26, 2026
0
იმერეთში ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაცია ჩატარდება
მთავარი

ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ დამტკიცებული გეგმის თანახმად, 2026 წელს ინვენტარიზაცია ოთხ რეგიონში, 4 893.04 ჰექტარ ფართობზე ჩატარდება. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"