კომპანია Facebook-ის თანამშრომლები ოფისებში ვერ შედიოდნენ, რადგან სოციალური ქსელების გათიშვის პარალელურად, 5 საათის განმავლობაში შესასვლელში საშვები არ მუშაობდა. ინფორმაციას The New York Times ავრცელებს.
“არა მხოლოდ Facebook სერვისები და პროგრამები არ მუშაობს, არამედ შიდა ინსტრუმენტები და საკომუნიკაციო პლატფორმები, მათ შორისWorkplace. თავისი საქმის გაკეთება არავის შეუძლია”, – დაწერა გამოცემის ჟურნალისტმა, რაიან მაკმა.
ცნობისთვის, მთელ მსოფლიოში უკვე რამდენიმე საათი გათიშული იყო Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram.










