,,გამოცხადდეს 5 ივლისი მამაცი კომანელების ხსენების დღედ!
5 ივლისს მამა ანდრია ყურაშვილი დახვრიტეს აფხაზეთში! იმავე დილას ხეზე ჩამოკიდებული და შემზარავად ნაწამები იპოდიაკონი გიორგი (ერიკაცობაში იური ანუა) დახვრიტეს კომანში.
იმავე დღეს დახოცეს კომანის დამცველი ვაჟკაცები! იმავე დღეს და, მომდევნო დღეებში, ამ ულამაზესი სოფლის თითქმის ყველა მაცხოვრებელი, მათ შორის, მოხუცები, ავადმყოფები და ბავშვები დახოცეს!..
5 ივლისი ამ საოცარი ქართველების ხსენების დღე უნდა ყოფილიყო!..
5 ივლისი კომანის და მამაცი კომანელების ხსენების დღე უნდა იყოს და არა საქართველოს და, ზოგადად, კაცობრიობის მტრების მიერ მართული უსირცხვილო ხროვის დღე!..
5 ივლისი 1993 წელს დახოცილი გმირების დღეა!
კომანში მოკლეს ულამაზესი სვანი ვაჟკაცი ზური გურჩიანი. გთავაზობთ ნაწყვეტს მისი ბარათიდან, გარდაცვალებამდე რომ გაუგზავნა მამას:
,,ქართველი ბავშვების სისხლს სვამენ,
გოგონებს ქართველი კაცების თვალწინ აუპატიუ-რებენ, ძუძუებს აჭრიან და მერე, შეჭამეო, გეუბნები-ან…
არა, მამა, თუ ეს ყოველივე შერჩათ აფხაზებს და მათ დამქაშებს, მაშინ ჯობია, მამაკაცმა შარვლის მაგ-ივრად კაბები ჩავიცვათ, ხელში საქსოვი დავიკავოთ
და ვქსოვოთ.
მამა, მე მითხრა დედამ, ავად არიო. მა-
შინ, ძაან გთხოვ, გამაგრდი ახლა როგორმე. ჩემი ჩამოსვლა თუ გიშველის, მაშინ, გირჩევ, ქალის თავსაფარი გამიმზადე და რომ ჩამოვალ, ის დამახურე თავზე.
მამა, მე ასე მჯერა, შენ რომ ჩემხელა იქნებოდი, შენც ჩემსავით მოიქცეოდი. ”
უფალმა აცხონოს წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, მოწამეობრივად აღსრულებული მამა ანდრია.
უფალმა აცხონოს იპოდიაკონი გიორგი და ყველა ქართველი, ვინც საქართველოს ღირსებას, საქართველოს ერთიანობას შეეწირა.
,,ჯგურაგ, აღო სი ლანეშდ,
ჯგურაგ, ნომა ანცურე,
ნიშგვეი თხუიმ, ნიშგვეი ლახბას,
ლეწვრიდ ნომა ესცურე” – ამ ლამაზ სვანურ სიმღერასმღეროდნენ კომანის ომში მამაცი სვანი ბიჭები…
(წმიდაო, გიორგი, შენ შეგვიწყალე,
წმიდაო გიორგი, სამარცხვინოდ არ დაგვტოვო, ჩვენი თავი ჩვენს ძმებს არ გაუხადო შურის საძიებლად)
აი, ისინიც! – კომანელი გმირები: ზაზა პაკელიანი, ნოდარ პაკელიანი, ვახტანგ ჩხეტიანი, გურამ გვიჩიანი, ზაურ ჩხეტიანი, გუნტერ გულედანი, ანზორ სუბელიანი, ეგნატე კვიციანი, თამაზ ჩხეტიანი, ადამ გვიჩიანი, ვალოდია კახიანი, მალხაზ კახიანი, გოგი გურჩიანი, ზური გურჩიანი, ელგუჯა გვიჩიანი, ალექსანდრე გამსახურდია, მერი პაკელიანი (ალექსანდრე გამსახურდიას მამაცი მეუღლე, მან ბოლო ტყვიამდე იბრძოლა და ოთხი მომხდური გამოასალმა სიცოცხლეს!), სერგო მუშკუდიანი, ვალოდია ჩხეტიანი და სხვანი.
მკვლელებმა არც ადგილობრივი ბერძნები დაინდეს. მათ, ვითარცა ლაჩრებს სჩვევიათ, დაუნდობლად დახოცეს მოხუცები: კოსტა ილიადი, ხრისტო პოპანდოპულო და კუზმა სიონიდი.
უფალმა აცხონოს ომებში მოწყვეტილი მხედრობა!
გამოცხადდეს 5 ივლისი კომანელების ხსენების დღედ!
მამა ანდრია 27 წლის გახლდათ!..
,,ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა”…
ქრისტეს ნათელი შენკენ, ჩემო საქართველო!
შეგვეწიე, ჩვენო ზეციურო მოკავშირევ, ღვთისმშობელო! “-წერს
თინათინ მღვდლიაშვილი.










