ტექნოლოგიების სამყაროში ლიტერატურის ჩანაცველბას კვლავ ვერაფერი ახერხებს. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში გვყავს მწერლები, რომლებიც ქმნიან შთამბეჭდავ ნაწარმოებებს და იწვევენ დაუვიწყარ ემოციებს.
“მეგა ტვ” გთავაზობთ 5 ქართულ ბესტსელერს, რომელიც განსაკუთრებით პოპულარულია ახალგაზრდებში.

მერვე სიცოცხლე – ნინო ხარატიშვილი საქართველო,1900 წელი: შოკოლადის ცნობილი მწარმოებლის ქალიშვილის, სტასიას დაბადებით იწყება ეს ამაღელვებელი ოჯახური საგა, რომელიც ექვს თაობას მოიცავს. სტასია შეძლებულ საზოგადოებრივ ფენაში იზრდება და ძალზე ახალგაზრდა ცოლად მიჰყვება თეთრგვარდიელ სიმონ ჯაშს, რომელსაც ოქტომბრის რევოლუციის წინა საღამოს მეუღლისაგან შორს, პეტროგრადში გზავნიან. როდესაც სტალინი ქვეყნის სათავეში დგება, სტასია თავის ორ შვილთან, კიტისა და კოსტიასთან ერთად თბილისში, თავის დასთან, ქრისტინესთან, თავბრუდამხვევი სილამაზით ცნობილ ქალთან, აფარებს თავს. მაგრამ საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელი ლავრენტი ბერია მას თვალს დაადგამს, რასაც საბედისწერო შედეგი მოჰყვება.
გერმანიაში მცხოვრები ქართველი მწერლის, ნინო ხარატიშვილის რომანის, „მერვე სიცოცხლე (ბრილკას)” მიხედვით სერიალს გადაიღებენ.

“შაშვი შაშვი მაყვალი” – თამთა გელაშვილი ნაწარმოებში შუახნის მარტოხელა ქალი ეთერო პატარა ქალაქის მკვიდრია და თავისსავე მაღაზიაში მუშაობს. მის ერთფეროვან, უშფოთველ ცხოვრებას თითქოს არაფერი ემუქრება, მაგრამ ერთ დღეს მოულოდნელი ინციდენტი შეემთხვევა და მისი დალაგებული ცხოვრება თავდაყირა დგება. წიგნის მიხედვით ელენე ნავერიანმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო, რომელიც არაერთი საერთაშორისო პრიზის მფლობელი გახდა.
რომანის მიხედვით ნიკა ჩიკვაიძემ ზუგდიდის თეატრში ამავე სახელწოდების სპექტაკლი დადგა. სპექტაკლი ტაბუირებულ თემებზეა, იმ ქალების ცხოვრებაზე, რომლებიც საზოგადოების მხრიდან წნეხის გამო ვერ ბედავენ სექსუალური პარტნიორი ჰყავდეთ.

“რატომ კვდებიან კუბიდონები” – ნიკოლოზ ტოტოღაშვილის წიგნი, რომელშიც ავტორმა სხვა ადამიანების გრძნობათა პალიტრის მართვა ამჯერად ადამიანის სახიერებით მოვლენილ ღვთიურ ჯადოქრებს (სულებს) მიანდო. ისინი ამ გრძნობის გამღვიძებელნი არიან. ეძებენ, პოულობენ, ცდილობენ იდეალური წყვილები შეახვედრონ და მათი გულები ერთმანეთს სამუდამოდ დაუკავშირონ.

“ცდუნება” – ავტორი ნათია ჯაგოდნიშვილი. წიგნში ხელოვანი გოგონასა და წარმატებული საქმიანი კაცის სასიყვარულო ურთიერთობაა აღწერილი, რომელიც ძლიერ ვნებაზეა დამყარებული. ამ ორი ადამიანიდან ერთისთვის მთავარია თავისუფლება და ძლიერი, რომანტიკული გრძნობა, ხოლო მეორესთვის – საკუთარი ბიზნეს ინტერესები. როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ასეთ სიყვარულს? სასწორის მეორე მხარეს კი არის ურთიერთობა , დამყარებული სულიერ სიახლოვეზე, მზრუნველობასა და უანგარო სიყვარულზე. ძალიან რთულია გააკეთო სწორი არჩევანი, ძნელია გაუძლო ცდუნებას.

გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენ რომელ წიგნს ირჩევთ
მოამზადა: გიორგი ტუსკაძე










