„ვალენტინობის“ დღე ახლოვდება. მართალია, ამ დღეს არც მართლმადიდებლური კალენდრით და არც როგორც საერო დღესასწაულს ქართველები არ აღვნიშნავთ, მაგრამ შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ცდილობენ ეს დღე გამორჩეული იყოს.
“მეგა ტვ” 5 ფილმს გირჩევთ სიყვარულზე, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ.
- „ციდან სამ მეტრზე“ რეჟ: ფერნანდო გონსალეს მოლინა; 2010 წ.
ისტორია ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც განსხვავებული სამყაროებიდან არიან. ისინი თავიანთ პირველ დიდ სიყვარულს პოულობენ. ბაბი (მარია ვალვერდე) საშუალო ფენის წარმომადგენელი, განათლებული, საკმაოდ შეძლებული გოგონაა, ჰაჩე (მარიო კასასი) კი იმპულსური, რისკის და საშიშროებების მოყვარული მეამბოხე ბიჭი, რომელიც გარეულია დაუსრულებელ ქუჩის ჩხუბებსა და არალეგალურ რბოლებში.
- „ყველაზე გრძელი გზა“ რეჟ: ჯორჯ ტილმანი; 2015 წ.
ნიკოლას სპარკსის ნოველის გმირი ახალგაზრდა წყვილია, რომელიც ცდილობს ურთიერთობის დარეგულირებას. ამ დროს ისინი ხვდებიან მოხუცს, რომელიც იხსენებს თავის ცოლთან ნახევარსაუკუნოვანი ურიერთობის ისტორიას. მოხუცი წყვილს ეხმარება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაში. ორი თაობა, ორი ისტორია, უკვდავი სიყვარული.
- „ფიცი“ რეჟ: მაიკლ სპაკსი; 2012 წ.
ახალდაქორწინებული წყვილი პეიჯი (მაკადამსი) და ლეო (ტატუმი) ბედნიერად ცხოვრობენ. ავტოავარიის შედეგად პეიჯი კომაში ჩავარდება. გამოღვიძების შემდეგ მას არაფერი ახსოვს ბოლო ხუთი წლის შესახებ, ქორწილის და იმ ყველაფრის ჩათვლით რაც მის საყვარელ ლეოსთან აკავშირებდა, ასევე მშობლებთან გაურკვეველი ურთიერთობა და მისი ყოფილი საქმროს ისტორია. ყველაფრის მიუხედავად ლეო ცდილობს მისი ცოლის გული ხელახლა მოიგოს და თავიდან შექმნას მასთან ერთად ოჯახი.
- „უბის წიგნაკი“ რეჟ: ნიკ კასავეტისი; 2004 წ.
სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს.
- „სიყვარულის ისტორია“ რეჟ: არტურ ჰილერი; 1970 წ.
70-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფილმი და დღემდე ყველა ასაკის მაყურებელთა რჩეული მელოდრამა, ორი ახალგაზრდას სიყვარულის ისტორიას მოგვითხრობს. მდიდარი ოჯახიშვილის და ღარიბი გოგონას ენით აუწერელი ბედნიერება და სევდით სავსე სიყვარული