LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
5 ულამაზესი ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო

5 ულამაზესი ადგილი იმერეთში, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულო

დაპოსტა 2023/07/09-ში
A A
7.8k
ნახვა
გაზიარება

საქართველოს არაერთი ისტორიული და ბუნების ძეგლი აქვს, რომლებიც ქვეყნის სიმდიდრეზე მეტყველებს. ზოგიერთი მათგანი ნაკლებად ცნობილია ადგილობრივი მოსახლეობისა და უცხოელი ტურისტისათვის, თუმცა მათი სიდიადე მნახველს ყოველთვის აოცებს.

„მეგა ტვ“  გაგაცობთ იმერეთის 5 საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ადგილს.

ძევრის სახიზარი

იმერეთის მხარეში, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრში მდებარეობს, მდინარე ძევრულას ხეობაში. სახიზარი ბუნებრივი გამოქვაბულებისგან შედგება, რომლებიც შუასაუკუნეებში ნაწილობრივ ამოაშენეს, სართულებად დაყვეს და სახიზრებად გამოიყენეს. სახიზარი რთულად მისადგომ კლდეზეა განთავსებული, სადაც მხოლოდ ერთი ვიწრო ბილიკი მიდის. ქვაბულები ზომით არცთუ დიდია. სახიზართან ახლოს მდებარეობს გამოქვაბული, რომელიც ადრეული პერიოდის (სავარაუდოდ ქვის ხანის) ადამიანის მუდმივ საცხოვრისს, ნამოსახლარს წარმოადგენს.

ცაშეკრულას კანიონი

იმერეთის მხარეში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 300-350 მეტრზე. იგი კანიონისებურ ხეობას წარმოადგენს. უზარმაზარი კლდეები, რომლებიც ზოგან თითქმის გვირაბისებურ გასასვლელს ქმნიან, ულამაზეს სანახაობას ქმნის. სწორედ ერთმანეთს მიბჯენილი კლდოვანების გამო დაერქვა ამ ხეობას ცაშეკრულა, რადგან ასეთ ადგილებზე ცა არ მოჩანს. ცაშეკრულას კანიონი ერთ-ერთი შესანიშნავი ადგილია მცირე გასვლებისთვის, ბუნების სიმშვიდეში ხეტიალისთვის და განტვირთვისთვის.

საწურბლიას მღვიმე

— კარსტული მღვიმე საქართველოში, რომელიც სოფელ ყუმისთავთან, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.მდებარეობს.

მდინარე სემის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 270 მ სიმაღლეზე. საწურბლიას მღვიმე 1975 წელს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქუთაისის მხარის ქვის ხანის შემსწავლელმა ექსპედიციამ პროფესორ ა. კალანდაძის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა . მღვიმე გაითხარა 1976, 1985–1988, 1990–1993 წლებში. საწურბლიას მღვიმეში სამი კულტურული ფენაა გამოყოფილი: ენეოლითი, ნეოლითი და ზედა პალეოლითი.

მღვიმევის დედათა მონასტერი

მონასტერი მდინარე ყვირილის ხეობაში, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მღვიმევის მახლობლად მდებარეობს.

მონასტერში მოხვედრა ჭიათურიდან უფრო ადვილადაა შესაძლებელი. ჭიათურიდან მონასტერში მიდის ვიწრო და საკმაოდ გრძელი კიბე, რომლის გავლის შემდეგაც შესაძლებელია გვირაბში შესვლა. გვირაბი ხელოვნურადაა გაყვანილი, საკმაოდ გრძელია და მისი გადახურვა შემაგრებულია საყრდენი თაღებით.

სამონასტრო კომპლექსი მრავალი ნაგებობისაგან შედგება. მთავარი ტაძარი მაცხოვრის სახელობისაა. ის წარმოადგენს ორნავიან ბაზილიკას, რომლის ნავებიც ერთმანეთისაგან მასიურ სვეტებზე დაყრდნობილი თაღებითაა გამოყოფილი.

ნაგებობის ფასადი შემკულია ძალზედ მდიდრული ჩუქურთმებით. აქ მაცხოვრის ტაძრის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა ხის კანკელია, რომელიც მთლიანადაა მოხატული. კანკელის კარი შემკულია ჭედური ფირფიტებით,

ტაძარში შემორჩენილია კედლის ფრესკული ცენტრალური ტაძრის უკან მდებარეობს მღვიმევის მღვიმე, სადაც დიდ დღესასწაულებზე წირვა ტარდება.

მონასტრის კიდევ ერთი ღირსშესანიშნაობა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. მისი ჭერი და დასავლეთის კედელი ბუნებრივი კლდეა. ამ ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე გამოკვეთილია ვერძის თავის ბარელიეფი, ხოლო სამხრეთის კედლის გარეთა მხარეს გვხვდება ფრესკული

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია

გეგუთის სასახლე

ფეოდალური ხანის საქართველოს საერო არქიტექტურის ძეგლი, მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სოფელ გეგუთში, ქუთაისის სამხრეთით.

ყველაზე ადრეული ისტორიული ცნობა გეგუთის სასახლის შესახებ VIII საუკუნეს ეკუთვნის.

სწორედ აქ გამოაცხადა გიორგი III-მ თანამოსაყდრედ თამარ მეფე. საქართველოს სამეფოს დაშლის შემდეგ გეგუთის სასახლე იმერეთის მეფეთა რეზიდენცია იყო.  სასახლე დაზიანდა XIX საუკუნის პირველ ნახევარში სოლომონ II-ის ბრძოლებისას. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს ანექსიის შემდეგ კი გაგრძელდა მისი ნგრევა, სასახლის მასალას იმპერიის მოხელეები იყენებდნენ ქუთაისში შენობების ასაშენებლად.

გეგუთის კომპლექსის პირველმა მკვლევარმა, შვეიცარიელმა დიუბუა დე მონპერემ 1833 წელს შეადგინა სასახლის გადარჩენილი ნაწილის გეგმა და განსაზღვრა ცალკეული სათავსების ფუნქცია.

მოდიმნახეს ციხე

— გვიანდელი შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარეში, საჩხერიდან ჩრდილოეთით ერთი კილომეტრის დაშორებით ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს.

ციხე  XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლისმა ააშენა.

გადმოცემის თანახმად, სასიმამროს (დავით აბაშიძეს) პაპუნა წერეთელისათვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი ნახეო“.

სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და საჩხერელი წერეთლების ფეოდალურ საგვარეულოებს.

1735 წელს მოდინახეს ციხეში თავს აფარებდა იმერეთის მსხვილი ფეოდალი პაპუნა წერეთელი, რომელიც მეფეს მოდინახეს აღება მოწინააღმდეგისათვის ყოველთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა, რადგან ის დასახლებული პუნქტიდან საკმაოდ დაშორებულია და ციცაბო ფერდობზე მდებარეობს. სწორედ ამიტომ მისი დამორჩილება იერიშით ვერავინ შეძლო.

ციხე 1991 წლის მიწისძვრამ ისე დააზიანა, რომ დღეს მისი კოშკების კვალი მთლიანადაა გამქრალი, კედლები კი ძალზედ დაზიანებული.

მიუხედავად მისი უმძიმესი მდგომარეობისა მოდინახე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. ციხიდან იშლება ულამაზესი ხედი მდ. ყვირილის ხეობაზე, ასევე იმერეთისა და რაჭის მთებზე.

 

საქართველო ყოველ ნაბიჯზე გვაოცებს თავისი სილამაზით. თქვენ რომელ ადგილს აირჩევდით მოსანახულებლად, გაგვიზიარეთ კომენტარებში. 

 

 მოამზადა: გიორგი ტუსკაძე

 

თეგები: გეგუთის ციხეიმერეთიკულტურული ძეგლებიმოგზაურობამოდიმნახეს ციხეტურიზმიცაშეკრულას ციხე
გაზიარება3109

დაკავშირებული -პოსტები

რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროსა და ვერცხლის ღირებულება სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 535 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.03%-იან კლებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება! – განახლებული პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
ამინდი

22 მაისი - პარასკევი დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. დასავლეთის ქარი  10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში ღამით +11, +16°, დღისით +18, +23°; მთაში...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 7 ნიშანი, ვისთვასაც ზაფხული განსაკუთრებით წარმატებული იქნება

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

2026 წლის ზაფხული ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის განსაკუთრებით წარმატებული, ენერგიული და მნიშვნელოვანი ცვლილებებით სავსე პერიოდი იქნება. ასტროლოგების პროგნოზით, ამ სეზონზე შვიდი ნიშანი ყველაზე მეტად იგრძნობს როგორც ფინანსურ წინსვლას, ისე პირად ცხოვრებაში...

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
წყალტუბოსა და ხონში აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა
მთავარი

იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წყალტუბოში, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ინდივიდუალური მეწარმე ზ. მ.-ის (მისამართი: წყალტუბო, სოფელი მაღლაკი) აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სახელმწიფო კონტროლის შედეგად დადგინდა, რომ ბიზნესოპერატორი  რეგისტრაციისა და სააგენტოსაგან მინიჭებული აღიარების...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
ლოცვა, რომელიც უდიდესი მადლის მატარებელია
მთავარი

დღეს ამაღლებაა - ეს ლოცვა ყველა ქრისტიანის ოჯახში უნდა შესრულდეს. ტროპარი: ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და მხიარულ ჰყვენ მოწაფენი აღთქმითა მით სულისა წმიდისათა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ...

დაწვრილებითDetails

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი იმერეთში – რა დეტალებს აქვეყნებს შსს

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
ინდოელი დიპლომათი თბილისში ბავშვებმა გაქურდეს -“ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ”
მთავარი

იმერეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია ერთი პირი - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, განზრახ...

დაწვრილებითDetails

ავარია ველისციხეში მსხვერპლით დასრულდა

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ავარია მოხდა ველისციხეში. გარდაცვლილია 38 წლის კაცი. მომხდარის შესახებ რეგიონალური მედია წერს და გარდაცვლილი კაცის ფოტოს აქვეყნებს.    

დაწვრილებითDetails

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 21, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   შეგიძლიათ მიიღოთ საინტერესო ინფორმაცია ჭორებიდან, დაკვირვებებიდან, შემთხვევითი საუბრებიდან. ამ დღეს თქვენ განსაკუთრებული ანალიტიკური შესაძლებლობები გექნებათ და მიღებულ ინფორმაციასაც სწორად გაშიფრავთ.   კურო   მშვენიერი დღეა კუროებისთვის. თქვენთვის განსაკუთრებით...

დაწვრილებითDetails

21 მაისს ამაღლებაა

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართამაღლების დღესასწაულს აღნიშნავს
მთავარი

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს, მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. როგორც წმიდა სახარება გვაუწყებს, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 მაისისთვის

by მეგა TV
მაისი 20, 2026
0
როგორი იქნება ვალუტის კურსი 26 სექტემბერს
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6751 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6758 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0007...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"