LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის

5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის

დაპოსტა 2020/03/26-ში
A A
95
ნახვა
გაზიარება

5 მიზეზი, თუ რატომ იქნება ეს კრიზისი უფრო მოკლევადიანი საქართველოსთვის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს -ამი შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე აქვეყნებს:

“1. ადგილი აქვს მსოფლიო სამეცნიერო/სამედიცინო საზოგადოების უპრეცედენტო გაერთიანებას ვირუსთან ბროძოლაში. 80-მდე წამყვან ლაბორატორიაში მიმდინარეობს კვლევები 24/7 რეჟიმში. სავარაუდოდ, მაის/ივნისში ადამიანები დაუბრუნდებიან ნორმალურ ცხოვრებას. ამასთან ჩვენი ქვეყნის ინსტიტუტები (საზღვრის დაცვა, საპატრულო პოლიცია, დავადებათა კონტროლის ცენტრი და ა.შ.) მზად აღმოჩნდა საგანგებო ვითარებაში ეფექტურად მუშაობისთვის.

2. 2008 წლის კრიზისთან შედარებით განვითარებული სამყაროს მთავრობები გაცილებით სწრაფად და დიდი მოცულობით სტიმულირების პაკეტს განახორციელებენ (მხოლოდ აშშ – 2 ტრილიონი, ევროკავშირი -1 ტრილიონი, ბრიტანეთი 250 მილიარდი და ა.შ.). ასეთი მასშტაბური ფულადი ინიექცია მოთხოვნის სტიმულირებას ძალიან სწრაფად შეძლებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთი ისევ იტყვის თავის სიტყვას.

3. საქართველო საშუალოზე ღარიბი ქვეყანაა და ჩვენი ეკონომიკა არ არის ინტეგრირებული იმ დოზით, რომ მსოფლიო ბირჟებზე ფასების ვარდნა მყისიერ ეფექტს იძლეოდეს. საქართველოში ძირითადი გადაცემა ვაჭრობის გზით ხდება, რაც დათვლადი და პროგნოზირებადია. მოკლედ, თუ მოვინდომებთ, იუველირული სიზუსტით შეგვიძლია ზარალის და დაზარალებულების იდენტიფიცირება (იმედია ასეც ხდება).

4. საგადამხდელო ბალანსი მართალია დაირღვა, მაგრამ გაურკვევლობას და ნეგატიურ მოლოდინებს თუ ჩამოვაცილებთ, დანაკლისი არ იქნება იმხელა, რომ მისი სწრაფი ჩანაცვლება წარმოუდგენელი ამოცანა იყოს. ასევე გვეხმარება ნავთობის და სხვა პროდუქტებზე მსოფლიო ფასების კლება, რაც სხვა თანაბარ პირობებში გაცვლით კურსს უფრო სწრაფად აბრუნებს წონასწორობაში. ეს ასევე ამცირებს ინვესტიციებს, მაგრამ ინვესტიციები ისე იყო მანამდეც შემცირებული, რომ მისი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი კლება ცოტა რთული წარმოსადგენია.

5. მთავარი ვინც ამ პროცესში ზარალდება ეს არის სერვისის სექტორი, მცირე და საშუალო მეწარმეები, თვითდასაქმებულები და უცხოურ ვალუტაში მსესხებლები. ყველა ამ ჯგუფის იდენტიფიცირება და პირდაპირი დახმარება, ასევე, არც თუ ისე რთული ამოცანაა საბოლოო ჯამში.

მოკლედ, ეფექტური მენეჯმენტის, კომუნიკაციის და ხედვის პირობებში შესაძლებელია წლის ბოლოსთვის ამ კრიზისიდან მხოლოდ ცუდი მოგონება და ახალი შესაძლებლობები დარჩეს.” – წერს გიორგი ქადაგიძე

გაზიარება39

დაკავშირებული -პოსტები

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა 4 800 დოლარს გადააჭარბა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 809 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.26%-ით კლებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 15, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6963 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ოქრო ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 783 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.85%-ით მატებას წარმოადგენს. რაც...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი შეიცვალა

by მეგა TV
აპრილი 14, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო დ­ა ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალია. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 725 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.52%-ით კლებას წარმოადგენს....

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 10 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 9, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6965, ევრო – 3.1519, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6238 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

დოლარის და ევროს ფასი შეიცვალა – განახლებული კურსი

by მეგა TV
აპრილი 8, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2026 წლის 9 აპრილიდან ერთი აშშ დოლარი – 2.6965, ევრო – 3.1519, ბრიტანული გირვანქა სტერლინგი კი 3.6238 ლარი ეღირება. დღეს კი, ოფიციალური კურსით,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 8 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
რა ეღირება დოლარი და ევრო 9 აგვისტოს?
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6970 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6975 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0005...

დაწვრილებითDetails

რა ღირს 1 გრამი ოქრო საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 7, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს და ვერცხლის ფასი სტაბილურად მაღალ მაჩვენებელზეა. GoldPrice-ის მონაცემებით, დღეს, თბილისის დროით 12:30 საათზე, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 677 დოლარია, რაც ერთ დღეში ფასის 0.49%-ით მატებას...

დაწვრილებითDetails

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას” აქვეყნებს

by მეგა TV
აპრილი 6, 2026
0
საქართველოს ეროვნული ბანკის 200-მდე თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებაზე „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ემიჯნება
ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი „თვის მიმოხილვას“ აქვეყნებს. მიმოხილვაში ქვეყნის საბანკო და საფინანსო სექტორებში არსებული მდგომარეობისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების დეტალურ ანალიზს გაეცნობით. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გამოცემის მიზანია ფართო...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"