5 აგვისტოს ღამეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა, 24 გაშვებული რუსული დრონიდან 24-ვე გაანადგურა.
“2024 წლის 5 აგვისტოს ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა პირმორსკო-ახტარსკისა და კურსკის ოლქებიდან, 24 უპილოტო საფრენი აპარატი აფრინა, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა სამიზნე გაანადგურა”. – წერია უკრაინის შეიარაღებული ძალების ანგარიშში.
დრონების ჩამოგდებაში მონაწილეობა მიიღეს თავდაცვის ძალების მებრძოლმა ჯგუფებმა, საზენიტო-სარაკეტო და საჰაერო თავდაცვის რადიოელექტრონული ბრძოლის ქვედანაყოფებმა.
შაჰედები კიევის, ვინიცკის, კიროვგრადის, ხარკოვის, სუმის, პოლტავისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშია ჩამოგდებული.
რუსეთი უკრაინას ავიაციითა და არტილერიით ყოველდღიურად ბომბავს.