47 წლის მამაკაცის მკვლელობისთვის 2 პირია დაკავებული. 5 ივნისს, ლენტეხის სოფელ ჩიხარეშში უმძიმესი დანაშაული მოხდა. თბილისი-ლენტეხი-მელეს მიკროავტობუსის მძღოლს ადგილობრივებმა ისე სასტიკად სცემეს, რომ ახალგაზრდა მამაკაცის გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
ერთ-ერთი დაკავებული მერის წარმომადგენლის ანა ჩანქსელიანის მეუღლე 54 წლის ლოიდი ჯანხოთელია. საკრებულოს დეპუტატი სოფელ ჩიხარეშში სოსო ავალიანი ამბობს, რომ ლოიდი ჯანხოთელს კავშირი არ აქვს მომხდართან, არანაირი კონფლიქტი არ ჰქონდა გარდაცვლილთან.
”არ ვიცი, დაკავებულს ზუსტად რას ედავებიან. მას ჩაუსვამს მანქანაში და წაუყვანია ის ექიმი, რომელმაც შემთხვევით ნახა ძირს დაგდებული მძღოლი და სასწრაფო გამოიძახა.არავინ იცის რა გახდა მომხდარის მიზეზი, ამას ძალოვნები დაადგენენ. სოფელში ახლა უამრავი ჭორი ვრცელდება.” – განაცხადა სოსო ავალიანი
რობიზონ თუთარაშვილი ზესტაფონის სოფელ სვირში ცხოვრობდა. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა. თავის სოფელშიც დადებითად ახასიათებენ რობინზონს და მათი ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ფულის შეწერა იყო.









