ცხოველთა ფერმა – აქცია-პერფორმანსი პარლამენტთან. სამოქალაქო აქტივისტებმა პარლამენტის შენობასთან სიმბოლურად გოჭი მიიყვანეს.
მათი თქმით, ივანიშვილმა პარლამენტი სწორედ ცხოველთა ფერმას დაამსგავსა.
“როგორც ხედავთ, გოჭი მოვიყვანეთ ყელსაბამით. ეს არის კომუნიზმის სიმბოლო, როცა წითელი ლენტებით დადიოდნენ ერთპარტიულ პარლამენტში, ამიტომ ჩვენ მოვედით, რომ საზოგადოებას შევახსენოთ, თუ რა საფრთხის წინაშე დგას დღეს ქვეყანა. ჩვენ არ გვინდა ერთპარტიული, ქოცური პარლამენტი”, – ამბობს აქტივისტი, ნიკა ნოზაძე.
წყარო: newpost.ge