ბულგარეთში 46 ტურისტი გარდაიცვალა – ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საგზაო ინციდენტის შედეგად ტრაგიკულად გარდაცვლილთა უმეტესობა ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეები იყვნენ.
სამგზავრო ავტობუსში გაჩენილ ხანძარს სულ 46 მგზავრი ემსხვერპლა, მათ შორის 12 არასრულწლოვანია.
შეგახსენებთ, რომ ბულგარეთში ტურისტულ ავტობუსს, რომელსაც 52 მგზავრი გადაჰყავდა, ცეცხლი დღეს დილით გაუჩნდა. 7 დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
ადგილობრივი მედიის ცნობით, გამოძიება ინციდენტის გამომწვევ რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე მუშაობს, მათ შორის სახელდება ავტოტრანსპორტის გაუმართაობა, უამინდობა და მძღოლის მიერ დაშვებული შეცდომა.