LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ერთადერთი გამოსავალია ახალი არჩევნები – ოთხი ოპოზიციური გაერთიანება

4 ბარიერგადალახული პარტია, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2024/12/20-ში
A A
100
ნახვა
გაზიარება

ოთხმა ბარიერგადალახულმა პარტიამ, ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც ისინი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიმართავენ და მინისტრთა კომიტეტს მოუწოდებენ, განსახილველად დააყენონ საქართველოსი ალენ ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერების საკითხი:

“საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა და კოალიციების ერთობლივი განცხადება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ალან ბერსეს თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით

ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალან ბერსეს ვიზიტი, 18-20 დეკემბერს საქართველოში, განხორციელდა ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი სისტემური პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გამოწვეულია ქართული ოცნების მიერ არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების უზურპაციით, დემოკრატიული ინსტიტუტების სრული ჩამოშლით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიმართ მიზანმიმართული საბოტაჟით.

საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი, სამართლიანი პროტესტის საპასუხოდ, ხელისუფლებამ ყოველმხრივ დაარღვია ადამიანის ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის წამების აკრძალვის აბსოლუტური და ხელუხლებელი უფლება, ფიზიკურად გაუსწორდა და უკანონო პატიმრობაში ამყოფებს საქართველოს ასობით მოქალაქეს; იყენებს კრიმინალურ, არაფორმალურ დაჯგუფებებს მოქალაქეების დაშინებისა და მათ მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით.

ამასთან, საქართველოს არალეგიტიმურმა პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქვეყანაში საბოლოოდ ამკვიდრებს ავტორიტარულ დიქტატურას და კიდევ უფრო მეტად აძლიერებს რეპრესიული რეჟიმისათვის საჭირო სამართლებრივ მექანიზმებს.

მიუხედავად იმისა, რომ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მკაფიო განცხადება, რომ საქართველოში მისი ვიზიტი არ ემსახურება არჩევნების ლეგიტიმაციას, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია ქართული ოცნების რუსული პროპაგანდის მხილებისთვის, მიგვაჩნია, რომ ასეთი დროს მისი ვიზიტი და შემაჯამებელი განცხადების შინაარსი, იყო არსებითად უპასუხისმგებლო და არ შეესაბამება ევროპის საბჭოს სულისკვეთებას, ამ ინსტიტუციის პრინციპებსა და ღირებულებებს. ეს სრულიად აცდენილია იმ უმძიმეს ვითარებასთან, რომელიც საქართველოში დღეს არის და ლეგიტიმურ კითხვის ნიშნებს აჩენს ამ ვიზიტის რეალურ მოტივებთან დაკავშირებით.

ალან ბერსეს დასკვნითი პრესკონფერენცია შეიცავდა გზავნილებს, რომლებიც არ ემსახურება კრიზისის განმუხტვას, არამედ პირიქით, მეტად ამძიმებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობის წახალისებას უწყობს ხელს.

ამ უკიდურეს ვითარებაში, სრულიად მიუღებელი და უადგილოა საუბარი ე.წ. „რუსულ კანონში“ რაიმე სახის საკანონმდებლო ცვლილებების გატარების და მის „გაკეთილშობილების“ მცდელობაზე ან ამ მიზნით, არალეგიტიმური პარლამენტისა და მთავრობის პირობებში, რაიმე ტიპის სამუშაო ჯგუფის შექმნაზე. აღნიშნული კანონი, ისევე როგორც ქართული ოცნების მიერ მიღებული სხვა ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული საკანონმდებლო ცვლილებები არანაირ კორექტირებას არ ექვემდებარება და ისინი უბრალოდ უნდა გაუქმდეს ხელისუფლების ცვლილებისთანავე.

აღნიშნულ საკითხებზე საკმაოდ დეტალურად მიიღო განმარტებები ბატონმა გენერალურმა მდივანმა პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრის ფარგლებში. ამის მიუხედავად, მან გააჟღერა სრულიად უკონტექსტო და უპასუხისმგებლო გზავნილები, რაც აჩენს ლოგიკურ ეჭვს მის კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით.

ჩვენ, საქართველოს პოლიტიკური პარტიები და კოალიციები, გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას ევროსაბჭოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ, სრულად ვიზიარებთ მის ფუნდამენტურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საბჭოს ინსტიტუტებთან ამ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის მიზნით, მათ შორის ქვეყანაში არსებული კრიზისის დაძლევის პროცესში. ეს უნდა დაეფუძნოს უკანონოდ დაკავებული პირების უპირობოდ და დაუყოვნებლივ განთავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარების გარანტიებს სამართლიან და კონკურენტულ გარემოში.

მოვუწოდებთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და მინისტრთა კომიტეტს განსახილველად დააყენოს საქართველოში ალან ბერსეს ვიზიტისას მისი მოქმედებების კეთილსინდისიერებისა და ევროპის საბჭოს სადამფუძნებლო პრინციპებთან შესაბამისობის საკითხი იანვარში გასამართ საჯარო დებატებზე,”- აღნიშნულია განცხადებაში.

გაზიარება40

დაკავშირებული -პოსტები

„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
„ყველას ძალიან გვატკინე გული”- წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა
მთავარი

წყალტუბოში 25 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას შოთო სიხარულიძე ავრცელებს. „გლოვობს ჩემი წყალტუბო, ოფშკვიტი, 25 წლის საბა ტორაძეს. მიწამ როგორ უნდა მიგიღოს საბუ... სიკეთის ბიჭი... ნეტა არ გამეცანი ბიჭო,...

დაწვრილებითDetails

ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მარნეულში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა  6 მაისს, მარნეულის საავტომობილო გზაზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ოპელის მარკის ავტომობილის მძღოლმა, რასიმ მამედოვმა, სავარაუდოდ, საჭეზე კონტროლი დაკარგა, რის შემდეგაც ავტომობილი...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი 7 მაისს საქართველოში

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
12 აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში მოსალოდნელი ცვალებადი ამინდი – სააგენტოს პროგნოზი
ამინდი

7 მაისს ქუთაისში წვიმას ელოდებიან, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე...

დაწვრილებითDetails

საბანკო სესხებზე ცვლილებაა – მნიშვნელოვანი ინფორმაცია

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
გამოსავალი იპოთეკური სესხით დაზარალებული მოქალაქეებისთვის
მთავარი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის ზრდის შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება.   ინფორმაციას, „საზოგადოება და ბანკები“ ავრცელებს.   „საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები...

დაწვრილებითDetails

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
მაისი 7, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   მონდომება და შეუპოვრობა სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. ეცადეთ საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატაროთ და მეგობრებს პრობლემების გადალახვაში დაეხმაროთ.   კურო   მშვიდი და წარმატებული დღე გელით. ახალი იდეა, რომელიც...

დაწვრილებითDetails

უვადო პატიმრობა ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებს

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ ერთ-ერთ ეპიზოდზე განაჩენი გამოაცხადა
მთავარი

უვადო პატიმრობა ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა  მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულებულებს დღეს მიესაჯათ. დავით და გიორგი მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძეს უვადო პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მათგან, დავით მიქაძესა და...

დაწვრილებითDetails

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის მოცულობა 5.375 მლნ ლარით გაიზარდა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
დატბორილია სახლები – საგურამოში მაშველების მობილოზებაა
მთავარი

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების საკომპენსაციო თანხის მოცულობა 5.375 მლნ ლარით გაიზარდა. ამის შესახებ მთავრობის მთღავრობის 1-ლი მაისით დათარიღებული განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომლითაც ცვლილება 19 მარტის დოკუმენტში შევიდა. საუბარია, 2025...

დაწვრილებითDetails

სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
სასამართლომ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
მთავარი

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთითა და ანგარებით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები - დავით და გიორგი მიქაძეები, ასევე გიორგი ჯოხაძე სასამართლომ დამნაშავედ ცნო. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ რომეო ტყეშელაშვილმა მიიღო. მოსამართლის...

დაწვრილებითDetails

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია-ზელენსკი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
მთავარი

რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება...

დაწვრილებითDetails

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა-მარიამ ლაშხი

by მეგა TV
მაისი 6, 2026
0
პარლამენტის განათლების კომიტეტს მარიამ ლაშხი უხელმძღვანელებს
მთავარი

ეს განცხადება ჩემი გადმოსახედიდან იყო სამარცხვინო და ამით კიდევ უფრო მეტად გამოიხატება ილია მეორის უპატივცემულობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მარიამ ლაშხმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"