LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
” იმედი მაქვს, ნაკლებად ვიხილავთ ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე” – ირაკლი კობახიძე

4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – ირაკლი კობახიძე

დაპოსტა 2026/03/14-ში
A A
282
ნახვა
გაზიარება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლების მხრიდან დანაშაულებრივი გადაცდომის 3-4 შემთხვევა იყო, თუმცა, მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

კობახიძემ აღნიშნულ შემთხვევებში ახსენა მათ შორის, დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები.

კითხვაზე, „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშში მოცემული რეკომენდაციებიდან რის გათვალისწინებას აპირებენ, კობახიძემ ასე უპასუხა:

„რაც შეეხება წამებას, მტკნარი სიცრუეა. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, გადაცდომებს, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულებრივ გადაცდომებს, აქ პრაქტიკული პრობლემები იყო, რის გამოც, კონკრეტული დამნაშავეების დასჯა ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები იმისათვის, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამ მიღებული ზომების შედეგია 4 ოქტომბრის პროცესები, 4 ოქტომბერს ერთი თმის ღერი არავის ჩამოვარდნია, ისე მოხერხდა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგ მცდელობასთან დაპირისპირება. ამ მიმართულებით ზომები უკვე მივიღეთ, შესაბამისად, შენიშვნა, რომელიც ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოთქმულია, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღებია, ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მომავალშიც რა თქმა უნდა, აქტიურ ზომებს მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რა პრაქტიკული პრობლემები იყო, პრემიერი პასუხობს, რომ ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა.

„იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა კონკრეტული ადამიანების. რამდენიმე იყო ასეთი შემთხვევა, 3-4 შემთხვევა იყო, როცა კონკრეტული გადაცდომები იყო აშკარად სახეზე და საჯაროდაც გავრცელდა შესაბამისი ინფორმაცია, თუმცა, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რომელ შემთხვევებს გულისხმობდა ის, პრემიერმა რამდენიმე მაგალითი მოიყვანა.

„მაგალითად, იყო ერთ-ერთი კონკრეტული ჟურნალისტის შემთხვევა, ერთ-ერთი ახალგაზრდის, ერთ-ერთი პოლიტიკოსის შემთხვევა, ეს იყო გადაცდომაზე მეტი. სავარაუდოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დავარღვიოთ, მე ვიტყოდი თავის შინაარსით დანაშაულებრივი გადაცდომები და ინციდენტები, თუმცა, კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, მაგრამ ჩვენ ზომები მივიღეთ იმისათვის, რომ მომავალში აღარ მომხდარიყო ასეთი რამ, ამის კიდევ ერთი დასტურია 4 ოქტომბერი. პასუხისმგებლობას ვიღებთ იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი მენეჯმენტით მომავალში მაქსიმალურად იქნება არიდებული თავიდან ასეთი გადაცდომები“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, როგორც ვერ ამოიცნეს 4 პირიდან ვერავინ, კობახიძე ასე პასუხობს:

„ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მომავალში ასეთი მოვლენები აღარ განმეორდეს ჩვენს ქვეყანაში. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 500-ზე მეტი ადამიანი მომიტინგეების მხრიდან უმძიმესი ფორმით ძალადობდა, აქედან მხოლოდ 30 მოძალადეა დაკავებული, ანუ დანაშაულებრივ ძალადობაში ჩართული იყო 500-ზე მეტი ადამიანი, თუმცა, 30 პირია დაპატიმრებული, რადგან გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტი გვაქვს“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რამდენი სპეცრაზმელი ძალადობდა მომიტინგეებზე, კობახიძე პასუხობს, რომ ასეთი 4 შემთხვევა იყო.

„4 მძიმე გადაცდომა იყო, სამწუხაროდ, ვერც ერთ შემთხვევაში, ჯერჯერობით იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა…როგავა, ხაბეიშვილი, ერთ-ერთი ახალგაზრდა იყო და მეოთხე შემთხვევა იყო ლეონიძის შემთხვევა [მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ძალადობა]. ამ შემთხვევაში პოლიციელებთან არ გვქონდა ჩვენ საქმე, ამ შემთხვევაში ძალადობა განხორციელდა არა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან“, – განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, იქნებ ის ადამიანები გადაცმული იყვნენ, პრემიერმა უპასუხა, რომ სხვა შემთხვევებში ჩანდა, რომ ის ადამიანები პოლიციელები იყვნენ.

„დანარჩენ ოთხ შემთხვევაში მკაფიოდ ჩანდა, რომ ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იყვნენ, აქ ასეთი რამ არ ჩანდა, ამას ვგულისხმობ. მაღალი სტანდარტია, თქვენი მხრიდან, ანუ ოპოზიციის მხრიდან, 500-ზე მეტი ძალადობდა დანაშაულებრივი უმძიმესი ფორმით, აქედან მხოლოდ 30 პირი მიეცა პასუხისგებაში“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება113

დაკავშირებული -პოსტები

„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს შუქი გაეთიშებათ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
მთავარი

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება...

დაწვრილებითDetails

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან  საპროტესტო აქციას მართავენ
მთავარი

დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ. მათი თქმით, ამიერიდან საპროტესტო აქცია ყოველ ორშაბათს, 17:00 საათიდან გაიმართება და არ დანებდებიან, ვიდრე დიუშენით დაავადებული ბავშვებისთვის სახელმწიფო მედიკამენტს არ შემოიტანს...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა. ავტოსაგზაო შემთხვევისას მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მყოფ პირს შეეჯახა. დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მსუბუქი ავტომობილის მძღოლი სამართალდამცავებმა...

დაწვრილებითDetails

ოქრო კვლავ ძვირდება – რა ღირს გრამი საქართველოში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს. რაც შეეხება...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 21 აპრილისთვის

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6931 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6936 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა

by თამარა ქავთარაძე
აპრილი 20, 2026
0
წყალტუბოსა და რეგიონებში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოვლინდა
მთავარი

აბაშაში, გორში, წყალტუბოსა და გარდაბანში ფრინველთა არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნულმა სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ფიზიკური პირები სავალდებულო აღიარებისა და ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე საქმიანობდნენ. "სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ...

დაწვრილებითDetails

ბრიფინგი სუს-ში

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
სერბეთის მოქალაქეები, რომელთაც კავშირი აქვთ „რევოლუციურ სცენარებთან,“ საქართველოში USAID-ის პროგრამის მოწვევით ჩამოვიდნენ
მთავარი

ბრიფინგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში

დაწვრილებითDetails

8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
8 წლის ნიტას საზოგადოების დახმარება სჭირდება
მთავარი

8 წლის ნიტას წინ აქვს ძალიან რთული ოპერაცია ბრონქისა და ფილტვის ქირურგიული ჩარევა . - მშობლები საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავენ ეს ნიტაა 8 წლის, უკვე ყველა იცნობთ თავისი ისტორიით.ნიტას წინ...

დაწვრილებითDetails

საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში შეიქმნა ახალი გვერდი, რომელიც მათ ოფიციალურ ლოგოს არამართებულად იყენებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული გვერდი საპატრიარქოს არ ეკუთვნის. „ცოტა ხნის წინ...

დაწვრილებითDetails

მარნეულში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

by მეგა TV
აპრილი 20, 2026
0
ავარიას  ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2001 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"