LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეიკრიბნენ

4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს

დაპოსტა 2026/10/03-ში
A A
150
ნახვა
გაზიარება

საქართველოს 4 მუნიციპალიტეტში შუალედური არჩევნების მიმდინარეობაზე ცესკო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკოს-ს სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.

„დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლები აღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.

საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნო ოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორის ოთხი წალკაში.

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ კასრის წყალში, დმანისში – სოფ. ველისპირს ადა სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამა გაიარეს.

წალკის 3 საარჩევნო უბანზედა ვანის საარჩევნო უბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს,. დანარჩენ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით.

ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-ს შეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნო ადმინისტრაციას 50 – მა ამომრჩეველმა მომართა.

არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.

მოვუწოდებთ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.

აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. კენჭისყრა იმართება საღამოს 20:00 საათამდე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.

აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.

გაზიარება60

დაკავშირებული -პოსტები

“საქართველო ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს” – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
პრეზიდენტ ტრამპს გაცხადებული აქვს „დიფ სთეითის“ დამარცხების ამბიციური გეგმა და გვინდა, წარმატებები ვუსურვოთ – პრემიერი
მთავარი

საქართველო კვლავაც ინარჩუნებს ეკონომიკური განვითარების მაღალ ტემპს. 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7,6 პროცენტი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ COP17-ის ლიდერთა სამიტზე...

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა...

დაწვრილებითDetails

“პარტიების აკრძალვის მიზანი არა კონსტიტუციური წესრიგის დაცვა, არამედ პოლიტიკური კონკურენციის მოსპობა და ძალაუფლების შენარჩუნებაა”- საია

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
საიას ქუთაისის ფილიალი არჩევნების მეორე ტურს მხოლოდ ქუთაისში დააკვირდება
მთავარი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) უკვე მესამედ საკონსტიტუციო სასამართლოში წარადგინა სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება საქართველოს პარლამენტის წევრების კონსტიტუციურ სარჩელზე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

„მოტყუებით დაეუფლნენ თანასოფლელების კუთვნილ 1470170 ლარსა და 6600 აშშ დოლარს“ -პოლიციამ ორი პირი დააკავა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ბათუმში ავარიის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები თანასოფლელებს...

დაწვრილებითDetails

ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ადვოკატის ინფორმაციით, ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვატო ყიფიანი, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო და შოთა ყიფიანი დუმილის უფლებით სარგებლობენ
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე კაწრო, დუმილის უფლებით სარგებლობენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მათმა ადვოკატმა მარიკა ფხალაძემ განუცხადა. დუმილის უფლებით სარგებლობს მესამე დაკავებულიც - შოთა ყიფიანიც. როგორც...

დაწვრილებითDetails

პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
პროკურატურა – გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის ოჯახს საქმის მასალებზე სრული წვდომა ექნება
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების თანახმად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 14 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ რესტორანში, ვახტანგ ჟვანია...

დაწვრილებითDetails

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს
მთავარი

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ. გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით...

დაწვრილებითDetails

ავარიას ქვეითი ემსხვერპლა

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

თბილისში, მოსკოვის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითს ავტომობილი დაეჯახა და ის ადგილზე გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით...

დაწვრილებითDetails

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლოა მოულოდნელი შემოთავაზება მიიღოთ, რომელიც პროფესიულ წინსვლაში დაგეხმარებათ. პირად ურთიერთობებში მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს. საღამო დასვენებას დაუთმეთ.   კურო   ფინანსური საკითხები განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. შესაძლოა, ძველი საქმე...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

by მეგა TV
ოქტომბერი 16, 2026
0
“ამიერიდან ყველას ახსოვდეს, ნებისმიერი კატეგორიის დანაშაულის მიმართ კანონი მთელი სიმკაცრით იმოქმედებს”  – კობახიძე
ამინდი

16 ოქტომბერს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +25 და ღამით +16 გრადუსია მოსალოდნელი.   ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +15 გრადუსი იქნება. ბათუმშიც იწვიმებს დღისით ჰაერი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"